სეზონური გრიპის ვირუსის შემთხვევებმა შედარებით მოიმატა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესი სრულად მართულია, ნორმის ფარგლებში რჩება და არ არსებობს პანიკის საფუძველი.
ქვეყანაში ახლა რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ყველა მსურველს უფასოდ უკეთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა.
„დღეისთვის სტაბილური, ნორმალური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ავადობის რაოდენობა შედარებით გაზრდილია, იქნება ეს გრიპის თუ სხვადასხვა ტიპის ვირუსები, რომლებსაც საზოგადოებაში სხვადასხვა ტერმინით აღნიშნავენ – „ჰონკონგის“ და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ახალი, არასტანდარტული არ ხდება. ყოველი ზამთრის დადგომასთან ერთად მატულობს რაოდენობა, თუმცა, ეს აბსოლუტურად კონტროლირებადი და ნორმალური პროცესია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

