პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიშენი ექიმი„ღორის გრიპის“ პარალელურად A ტიპის ე.წ. ჰონკონგის შტამიც გააქტიურდა - რას ამბობს...

„ღორის გრიპის“ პარალელურად A ტიპის ე.წ. ჰონკონგის შტამიც გააქტიურდა – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

საქართველოში ვირუსული ინფექციების გავრცელება მკვეთრად გაიზარდა – “ღორის გრიპის“ პარალელურად ქვეყანაში A ტიპის ე.წ. ჰონკონგის შტამიც გააქტიურდა. სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.

პაციენტებს უმეტესად აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, ძლიერი სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, ასევე მადის დაქვეითება.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 65% შემთხვევების, როდესაც ლაბორატორიული დადასტურება მოხერხდა, არის სწორედ H3N2 გრიპის ვირუსი, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი. შემთხვევათა 2%-ში ეს არის H1 ტიპის ანუ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ღორის გრიპის ვირუსი. შემთხვევების 70 % ეს არის გრიპი, რაც აისახება კიდეც მიმართვიანობაში. მოსახლეობის რა ფენა მიეკუთვნება გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებს: ეს არის 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, – აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ქალაქები ბერდება – როგორ უნდა მოემზადოს მომავლისთვის საზოგადოება? რას გვთავაზობს მსოფლიო გამოცდილება? - რეკომენდაციები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights