ამერიკაში მყოფმა ექიმმა, მარინე ძაგნიძემ კვებითი დანამატების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეყვარებულია აშვაგანდაზე.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მარინე ძაგნიძეს მიმართავს:
”აშვაგანდა არ არის „უდანაშაულო ბალახი”. იგი წარმოადგენს კარგად დადასტურებულ რისკს:
ღვიძლისთვის
ჰორმონებისთვის
ნერვული სისტემისთვის
იმუნური სისტემისთვის
ორსულობისთვის…
მთელი სამეცნიერო მონაცემების შეჯამებით, აშვაგანდა არ უნდა იქნას გამოყენებული თვითნებურად, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პროდუქტის ხარისხი, შემადგენლობა და უსაფრთხოება შეუმოწმებელია,” – დაწერა გიორგი ფხაკაძემ მარინა ძაგნიძის ვიდეოს კომენტარებში.
ექიმი ანესთეზიოლოგი მარინე ძაგნიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, მაშვაგანდას შესახებ საუბრობს:
„მე, როგორც ექიმი, ვაღიარებ კლასიკურ მედიცინას, მაგრამ ამასთანავე და პატივს ვცემ ხალხურ მედიცინას. ვიდრე ფარმაცევტული კომპანიები მსოფლიო ბაზარს დაიპყრობდნენ, მანამდე ექიმები პაციენტებს მცენარეებით და ბალახეულობით მკურნალობდნენ.
ჩვენი ორგანიზმი თავად საუკეთესო მკურნალია და თუ მას სათანადო დანამატებს მივაწოდებთ, შესანიშნავად გაართმევს თავს უამრავ დაავადებას.
დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა დამატანებინეთ ვსარგებლობდი. ამ ბოლო დროს დავინტერესდი სუპერ მწვანე დანამატით და მის შემადგენლობაში აშვაგანდა რომ აღმოვაჩინე, თვალები გაფართოვდა, რადგან მე შეყვარებული ვარ აშვაგანდაზე.“
იცოდით, რომ აშვაგანდა აკრძალულია რამდენიმე ქვეყანაში?
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


