პირველი ფიტნეს აკადემიის გვერდზე გამოჩნდა ახალი ინფორმაცია ქართული ეროვნული რეესტრის შესახებ
ფიტნეს ინსტრუქტორი და საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი ვალიტა გორელჩანიკი
ვალიტა მოგესალმებით.
პირველი ფიტნეს აკადემიის გვერდზე გამოჩნდა ახალი ინფორმაცია ქართული ეროვნული რეესტრის შესახებ, რა ფუნქციას ასრულებს ეს რეესტრი და რა ბენიფიტები აქვს მას ?
მოგესალმებით. დიახ,შეიქმნა სერტიფიცირებულ ფიტნესმწვრთნელთა ქართულ-ევროპული რეესტრი.
ეს იყო FFA და ჩვენი ევროპელი პარტნიორების ინიციატივა.
რეესტრი პირველ რიგში გააუმჯობესებს და გაადვილებს დამსაქმებლისთვის კვალიფიციური კადრების მოძიების პროცესს.
ასევე მწვრთნელი, რომელიც შეტანილი იქნება ამ რეესტრში, ადასტურებს, რომ მან გაიარა აკრედიტებული პროფესიული მომზადების ან გადამზადების კურსი, და ის შეესაბამება სწავლების ხარისხით იმ კვალიფიკაციის დონეს, რომელიც მიენიჭა კურსის დამთავრების შემდეგ.
ეს შეიძლება იყოს ეროვნული ან ევროპული აკრედიტაციის მქონე აკადემია.
-იმ აკადემიის კურსდამთავრებულებს, რომელსაც არ აქვთ ეროვნული ან ევროპული აკრედიტაცია, შეძლებენ ამ რეესტრში დარეგისტრირებას?
არა, ემ რესსტრში მხოლოდ ეროვნული ან ევროპული აკრედიტაციის მქონე სერტიფიკატით დარეგისტრირება თავად კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.
-რას ფიქრობთ, ეს შეცვლის ამ სფეროში ახლანდელ სიტუაციას?
კი, ეს კარგი შესაძლებლობაა პროფესიულ განათლებაში ფიტნესის მიმართულებით ხარისხის ამაღლებისთვის.
ჩვენმა აკადემიამ პირველმა შემოიტანა საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტები საქართველოში ამ დარგში და ასევე პირველმა მოიპოვა ეროვნული და ევროპული სერტიფიკატების გაცემის უფლება.
სხვა აკადემიები არ თვლიდნენ საჭიროდ, ამ გზით წასულიყვნენ.
მაგრამ, კონკურენტულმა გარემომ არ დაუტოვა სხვა გამოსავალი და მიხვდნენ, რომ, თუ არ გაივლიან ამ გზას, კონკურენცია გაუჭირდებათ. იგივე უნდა მოხდეს დანარჩენ ფიტნეს აკადემიებშიც. პრეცენდენტი უკვე გვაქვს, ახლა უნდა შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია, რაც ძალიან უჭირს ჩვენს ბიზნეს.
მაგრამ ეს მაინც მოხდება ადრე თუ გვიან.
დარჩებიან მხოლოდ ის აკადემიები, რომელებიც შეძლებენ ეროვნული ან ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით სწავლების უზრუნველყოფას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


