სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიაზიანებს როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების ჯანმრთელობას - თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული...

აზიანებს როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების ჯანმრთელობას – თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა

ეკრანებზე ზედმეტი დამოკიდებულება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გახდა.

პრობლემა აზიანებს როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების ჯანმრთელობას.

პატარები საათობით არიან ტელეფონებსა და სხვადასხვა გაჯეტებზე მიჯაჭვულნი — ჭამისას, დასვენებისას და ძილის წინაც კი. მუდმივი უმოქმედობა იწვევს ფიზიკურ დაღლილობას, სუსტი აქტიურობა კი ხელს უწყობს წონაში მატებას, რასაც ხშირად ემატება არაჯანსაღი საკვები და საბოლოოდ ეს ყველაფერი სერიოზულ შედეგამდე მიდის.

ბავშვების ჭარბი წონის მიზეზი უმოძრაო ცხოვრების წესი და უწყვეტად ეკრანებთან ჯდომაა. კვების დროსაც ყურადღება ეკრანზე აქვთ გადატანილი და საკვების რაოდენობას ვეღარ აკონტროლებენ.

უპირველესად, ბავშვს უნდა დავეხმაროთ ეკრანზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებაში. მთავარ როლს აუცილებლად მშობელი ასრულებს. მშობელმა მკაფიოდ უნდა აუხსნას ბავშვს, რომ ტელეფონი გასართობი სათამაშო არ არის და მის გამოყენებას დრო და მიზანი უნდა ჰქონდეს — მაგალითად, სკოლასთან კომუნიკაციისთვის. სახლში დაბრუნების შემდეგ კი, გაჯეტი თავის ადგილას უნდა დაიდოს და მანამდე აღარ გამოიყენოს, სანამ ბავშვი არ დაასრულებს კვებას და სასწავლო დავალებებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ტელეფონი როგორც ჯილდო — მაგალითად, ერთი საათით.

საკვების მიღებისას ეკრანთან ჯდომა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. ამ დროს საკვებს „ავტომატურად“ იღებს და ვერ აცნობიერებს, რამდენს ჭამს. ტვინი ნელა იღებს დანაყრების სიგნალს, გემოს შეგრძნებაც ბლაგვდება, ამიტომ ბევრად მარტივია ზედმეტი კალორიების მიღება. ეს პრობლემა არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც ეხებათ.

რაც შეეხება ეკრანის წინ გატარებულ დროს: დღის განმავლობაში 45 წუთზე მეტი არ არის რეკომენდებული, რათა არ დაზიანდეს მხედველობა და თავიდან ავიცილოთ ქცევითი და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული დარღვევები, რომელთა გამოსწორება შემდგომში ხშირად რთულდება.

ბავშვის ტირილის დროს გამოსავალი ეკრანი ნამდვილად არ არის. ტირილი ბავშვებისთვის საჭიროებების გამოხატვის საშუალებაა და თუ მშობელი ამ დროს ყოველ ჯერზე ეცდება ბავშვის დამშვიდებას, ის ჩათვლის, რომ ემოციებით მანიპულირება შედეგს აძლევს. ზრდასრულ ასაკშიც იგივე მოდელი დამკვიდრდება — ჩივილითა და წუწუნით სასურველი შედეგის მიღების მოლოდინი. ამიტომ აუცილებელია, ბავშვს თავიდანვე დავასწავლოთ, რომ ტირილი არ არის პრობლემის გადაწყვეტა და არც ეკრანი უნდა იქცეს დამშვიდების ინსტრუმენტად.

  რა არის ბავშვთა დემენცია, როგორ შეიძლება ის გამოვლინდეს და რა იწვევს მას

 პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights