3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა.
WHO კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას რომ ჯანდაცვის ინკლუზიური დაფინანსებით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახებისა თუ მთელი საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
მსოფლიოში 1.3 მილიარდზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია. იმისთვის რომ ჯანმრთელობა ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი, აუცილებელია მათ საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების სისტემების შექმნა. თუმცა, საბაზისო მომსახურების მიღება, ხშირად მაინც რთულია: მაღალია ჯიბიდან გადახდები, რეაბილიტაციის სერვისები არაა ყველგან მისაწვდომი, ხოლო დამხმარე ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა ბევრ ოჯახს დიდ სირთულეს უქმნის.
ხელმისაწვდომობაზე და თანასწორობაზე დამყარებული ჯანმრთელობის ინკლუზიური დაფინანსება აუცილებელია ჯანმრთელობის მდგრადი სისტემების შესაქმნელად, რომელიც ყველას ემსახურება.
საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ჯანდაცვის სფეროს პარტნიორებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემების შექმნას, სარეაბილიტაციო მომსახურების დანერგვით, დამხმარე საშუალებებზე წვდომის გაუმჯობესებით და ისეთი სისტემების ჩამოყალიბებით, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხარისხიანი მომსახურების ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს.
ამ ძალისხმევის შედეგად უფრო იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ჩართულობა და უფრო ღირსეულად, თანასწორად და დამოუკიდებლად ცხოვრების პირობები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

