სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმუნი ხშირად ერევა ალერგიულ გამონაყარში, პაციენტები თავდაპირველად არასწორად მკურნალობენ - დერმატო-ვენეროლოგი

მუნი ხშირად ერევა ალერგიულ გამონაყარში, პაციენტები თავდაპირველად არასწორად მკურნალობენ – დერმატო-ვენეროლოგი

თითქმის ყველა ადამიანი, რომელსაც მუნი აქვს აღმოჩენილი, მანამდე ალერგიის გამო ჩატარებულ მკურნალობას გადიოდა. ამის შესახებ დერმატო-ვენეროლოგმა ლიკა ბარელიძემ BMGTV–ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“  განაცხადა.

მისი თქმით, დაავადება ხშირად ერევა ალერგიულ გამონაყარში, რაც არასწორი თერაპიის დაწყებას იწვევს.

„პაციენტების ნაწილი თავიდანვე იწყებს ანტიალერგიული პრეპარატების მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ გამონაყრის შესამჩნევი ნიშნები უკვე აშკარად მიუთითებს სხვა პრობლემაზე. „ჩვენთან მოსულებს თითქმის ყველას ალერგიაზე აქვს ნამკურნალები და დიდი დოზით ანტიჰისტამინები აქვს მიღებული. მუნი პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც იწვევს კანში შემომძვრალი ტკიპა. იგი კანქვეშ მრავლდება და ძლიერი ქავილის, წითელი გამონაყრისა და გაღიზიანების მიზეზი ხდება — განსაკუთრებით თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებთან, წელის არეში ან გულმკერდზე.

ამ დაავადებას ახასიათებს ღამის საათებში გაძლიერებული ქავილი, რადგან ტკიპა უპირატესად სითბოში აქტიურდება და სწორედ ამ დროს დებს კვერცხებს,“ — განმარტა ბარელიძემ.

მისივე თქმით, ინფექცია მარტივად გადადის ახლო ფიზიკური კონტაქტით, ასევე ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცის ან რბილი ნივთების გაზიარებით.

„მუნის დროს, როგორც არ უნდა მოიმატოს ანტიალერგიული მედიკამენტების რაოდენობა, ქავილი მაინც არ ჩაცხრება — ეს განსხვავებაა ალერგიულ რეაქციასა და ამ ინფექციას შორის,“ — აღნიშნა ექიმმა.

ბარელიძის განცხადებით, სწორად დაგეგმილი მკურნალობა გართულებულს არ წარმოადგენს და ერთ კვირაში შედეგიც ჩანს, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დეზინფექციას — აუცილებელია, რომ ოჯახის ყველა წევრმა ან ახლო კონტაქტმა ერთად ჩაიტაროს მკურნალობა, რათა თავიდან აიცილონ ხელახალი გადადება.

პრევენციისთვის ექიმი მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან ჰიგიენის წესები და თავი შეიკავონ პირადი ნივთების სხვასთან გაზიარებისგან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ეს არის უახლესი თაობის ტექნოლოგია, რომლის სიზუსტეც უტოლდება MRI-ს (ემერტე) და საქართველოში მხოლოდ ჩვენს ხუთ ცენტრშია ხელმისაწვდომი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights