სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა,...

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა, არსებობს არაერთგვაროვანი ინფორმაცია. ჩვენთვის მთავარია, გავარკვიოთ, რამდენად უსაფრთხოა ისინი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა, არსებობს არაერთგვაროვანი ინფორმაცია.

თავად მწარმოებელი კომპანიები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები არიან, რაც შეიძლება სწრაფად და მაღალ ფასად გაყიდონ ისინი. ჩვენთვის, მთავარია, გავარკვიოთ, რამდენად უსაფრთხოა და რამდენად შესწევს ძალა, იყოს ქმედითი დამხმარე საშუალება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით მქონე ბავშვების მშობლებთან საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ მწარმოებელი კომპანიის მიერ გავრცელებული, ან ცალკეულ წყაროებში ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის საკმარისი იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა პრეპარატები უსაფრთხო.

„ვიდრე არ მოხერხდება ამ ინფორმაციის ზუსტად დადგენა, კონკრეტული მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა საკმაოდ რთულია. საუბარია არა უბრალო, არამედ ძალიან სერიოზულ გართულებებზე. თითოეული პაციენტის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არის უკიდურესად მძიმე, ურთულესი. რასაკვირველია, ამას ჭირდება ემპათიით ყურება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემპათიის გამო, უპასუხისმგებლო ნაბიჯები გადადგას სამინისტრომ და სახელმწიფომ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების კომერციულ ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს.

„მათ აქვთ ინტერესი, ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარის ღირებულების წამლის დაფინანსებაზე მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ კი უკიდურესი სიფრთხილით, პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე ვუყურებთ ამ საკითხს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება აგრძელებს როგორც მედიკამენტების, ისე დაავადების მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე აქტიურ მუშაობას.

მიხეილ სარჯველაძემ მშობლებს კრიტიკული საკითხების განხილვის კვლავ შეხვედრის ფორმატში გაგრძელებაც შესთავაზა.

სამუშაო შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროში, დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, სპეციალისტების და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რეგულარულად ტარდება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რატომ ვერ იღებენ ონკოპაციენტები ულიმიტო მედიკამენტებს – ჯანდაცვის ექსპერტის განმარტება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights