პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარიშენი ექიმისწორ კვებას და ფიზიკური ჩვევების ცვლილებას შეუძლია ბუნებრივად შეამციროს ღვიძლის ცხიმოვანი დაგროვება...

სწორ კვებას და ფიზიკური ჩვევების ცვლილებას შეუძლია ბუნებრივად შეამციროს ღვიძლის ცხიმოვანი დაგროვება და აღადგინოს ბალანსი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი ღვიძლის გაცხიმოვნებაზე საუბრობს

როცა ღვიძლი გადატვირთულია — იწყება გაცხიმოვნება, რაც იწვევს დაღლილობას, მუცლის არეში სიმძიმეს, შებერილობას და ენერგიის მკვეთრ დაცემას.

სწორ კვებას და ფიზიკური ჩვევების ცვლილებას შეუძლია ბუნებრივად შეამციროს ღვიძლის ცხიმოვანი დაგროვება და აღადგინოს ბალანსი.
4 ნაბიჯი ღვიძლის ბალანსისკენ
1.ნაკლები დამუშავებული შაქარი და ფქვილი
— ტკბილეულის, გაზიანი სასმელებისა და თეთრი პურის შემცირება ამცირებს ცხიმის დაგროვებას ღვიძლში.
2.მოძრაობა ყოველდღე
— დღეში 30–40 წუთი სიარული ან მსუბუქი ვარჯიში ასტიმულირებს ცხიმის მეტაბოლიზმს.
3.დალიე საკმარისი წყალი
— 6–8 ჭიქა დღეში ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოყოფაში და ღვიძლის განტვირთვაში.
4.დაიძინე დროულად
— ღამის ძილისას ღვიძლი გადამუშავების რეჟიმში გადადის, ამიტომ ხარისხიანი ძილი აუცილებელია.
4 პროდუქტი, რომლებიც ბუნებრივად წმენდს ღვიძლს
1.ისპანახი და ბოსტნეული მწვანე ფერის – ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.
2.ლიმონი და ციტრუსები – ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას და აუმჯობესებს მონელებას.
3.ავოკადო – რომელიც იცავს ღვიძლის უჯრედებს.
4.ნუში და კაკალი – მდიდარია ომეგა-3 ცხიმებით, რომლებიც ამცირებენ ანთებას.
ჩემი პრაქტიკული კომბინაციები ღვიძლის მხარდასაჭერად
დილა: თბილი წყალი ლიმონით + ბერძნული იოგურტი + ჩია
ლანჩი: ბოსტნეულის სალათი + ავოკადო + მოხარშული ქათამი
საღამო: თბილი ბულიონი ან ბოსტნეულის სუპი + ნუში
ნექი: მწვანე ვაშლი ან კიტრი ლიმონით.
როდის უნდა მიმართო სპეციალისტს?
  • მუდმივი დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა
  • მუცლის შებერილობა ან სიმძიმე მარჯვენა მხარეს
  • კანის სიყვითლე ან გამონაყარი
  • ანალიზებში „ღვიძლის ფერმენტების“ მომატება
ამ ნიშნების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ან ჰეპატოლოგთან კონსულტაცია,
რათა შეფასდეს მდგომარეობა და აიცილო გართულება.
ღვიძლის ბალანსი — ჯანმრთელი მეტაბოლიზმის საწყისი წერტილი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური“-ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights