სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorized„ქვეყანა აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ტელემედიცინის გაფართოებას, რაც ხარისხიან სამედიცინო...

„ქვეყანა აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ტელემედიცინის გაფართოებას, რაც ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე, სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ხარისხის, თანასწორობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველომ გააძლიერა დაავადებების მონიტორინგი, განახორციელა ისეთი რეფორმები, რაც მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით, მინისტრმა ხაზი გაუსვა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელსა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძემ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა; აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ტელემედიცინის გაფართოებას, რაც ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგა ქემალ მემისოღლუსთან, სადაც მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძე შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს, ასევე – სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოც დაათვალიერა, შეხვდა კლინიკის მენეჯმენტს და ადგილზე გაეცნო თურქეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას.

თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესი 2014 წლიდან ტარდება. მე-11 სესია პროდუქტიულ ჯანდაცვას ეძღვნება და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პატრონაჟით იმართება. კონგრესი ერთ სივრცეში აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

ღონისძიებასა და ოფიციალურ შეხვედრებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნიკოლოზ კახიანი „კეთილი ჯადოქარი“ - ასე მოიხსენიებდნენ დიდ ქართველ ქირურგს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights