სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი...

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობის პერსპექტივებს

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგას, ქემალ მემისოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მისი გაძლიერების შესაძლებლობები.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობის პერსპექტივებს.

თავის მხრივ, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა გამოხატა მზაობა, საქართველოსთან, არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხილვისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოც დაათვალიერა, შეხვდა კლინიკის მენეჯმენტს და ადგილზე გაეცნო თურქეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას. შეხვედრაზე, განიხილეს სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და კლინიკის ინფრასტრუქტურის მართვის პრაქტიკები, რესურსების განაწილების პროცესები და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები.

ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებებსა და ოფიციალურ შეხვედრებში, მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დაცემა ჰოსპიტალში არ უნდა ხდებოდეს — საქართველოში პირველად წარმატებით ჩატარდა "აკრედიტაცია კანადის" საერთაშორისო დონის ტრენინგი პაციენტის უსაფრთხოებაზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights