როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად:
„არ შეიძლება, ღვინო პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ“ – საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია”:
„არ შეიძლება, ღვინო პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ. ღვინოს პლასტმასის ბოთლი ან ჭურჭელი ნამდვილად არ უხდება — ასეთი მასალა ბარდაზე ცუდ გავლენას ახდენს და სასმლის ხარისხსაც აკლებს. იგივე ეხება მჟავე პროდუქტებს: აჯიკას, ტყემალს, ძმარს და სხვა მსგავსი საკვებს პლასტმასში შენახვა რეკომენდებული არ არის, რადგან მჟავიანობა პლასტმასის კომპონენტებთან რეაქციაში შევა და საბოლოოდ არც ჯანმრთელობისთვისაა სასურველი და არც პროდუქტის ბიოქიმიური სტრუქტურისთვის.
მაგალითად, ხის, მინის, კერამიკისა და თიხის ჯამი ერთმანეთს შევადაროთ. რა თქმა უნდა, ხის მასალა ძალიან სასარგებლოა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი თვისებების გამოყენება. მათ შორის, საგემოვნო თვალსაზრისით. მაგრამ, ხორც-პროდუქტებისათვის ხის ჭურჭლის ან ხის დაფის გამოყენება შეიძლება, მაღალი რისკის შემცველი იყოს, რადგან ესა თუ ის მიკროორგანიზმი, მიკრობი დარჩეს ამ მასალაში დარჩეს და ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნას ამ ჭურჭლის ხელმეორედ გამოყენების დროს.
მინის ჭურჭელი ძალიან ეფექტიანად გამოიყენება როგორც შესანახად, ასევე თერმული დამუშავებისთვისაც, მაგრამ შეგვიძლია, ყველანაირი ცხიმი შევინახოთ ისეთ გამჭვირვალე ჭურჭელში, რომელიც ხელთ მაქვს? – არა.“
ცხიმი არ შეიძლება გამჭვირვალე ჭურჭელში შევინახოთ, რადგან მასში არსებული, მაგალითად, A ვიტამინი დაიშლება და ის სიკეთე, რაც ამ პროდუქტისგან უნდა მივიღოთ, მხოლოდ არასწორად შერჩეული ჭურჭლის გამო დაგვეკარგება. კარაქი და ზეთი სასურველია, მინის დაბურულ, მუქი ფერის ჭურჭელში შევინახოთ, რომელიც გამჭვირვალე არ არის.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

