სამშაბათი, ნოემბერი 25, 2025
მთავარიშენი ექიმი„ამის უკან ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსია. ეს A ტიპის გრიპის ვირუსია....

„ამის უკან ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსია. ეს A ტიპის გრიპის ვირუსია. 7 მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა ივნისის თვეში განიცადა. შესაბამისად, უფრო იოლად გადამდები გახდა“- ივანე ჩხაიძე

ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსის გააქტიურება და მთავარი პრევენცია

პედიატრი, თსსუ პროფესორი, ივანე ჩხაიძე, გადაცემაში“პირადი ექიმი მარი მალაზონია” 2025-2026 წლის ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსის გააქტიურებაზე, შემთხვევების მატებასა და მთავარ პრევენციაზე საუბრობს:

„ახლა რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების საწყის ეტაპზე ვართ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გრიპი იგულისხმება. ხაზს გავუსვამ, რომ არსებობს რამდენიმე კვლევა და რამდენიმე სერიოზული ექსპერტისა და ინსტიტუციის წინასწარი პროგნოზი, რომ 2025-2026 წლის სეზონი, გრიპის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება. ამის უკან ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსია.

ეს არის A ტიპის გრიპის შტამი, რომელმაც ივნისში შვიდი გენეტიკური ცვლილება განიცადა. ასეთი მუტაციები, არსებული მონაცემების მიხედვით, ვირუსი უფრო მარტივად გადამდებია. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ სეზონური გრიპის შემთხვევებმა წელს შესაძლოა მნიშვნელოვან ზრდასაც მიაღწიოს.

იმ წყაროების მიხედვით, რომლებიც მუტაციებს აკვირდებიან, ამ ცვლილებებმა ვირუსს გადაცემის განსაკუთრებული სიმარტივე შესძინა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები — მათ შორის პატარა ასაკის ბავშვების მშობლები, განსაკუთრებით კი 5 წლამდე ბავშვების — ყურადღებით მიუდგნენ ამ პროგნოზს და საჭირო სიფრთხილე გამოიჩინონ.

ეს მონაცემები ეყრდნობა იმ წყაროს, რომელიც მუტაციის შემთხვევაში, ვირუსის ერთ-ერთ თვისებას, გადამდებლობის იოლ სახეს აფიქსირებს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, მათ შორის, ბავშვების, განსაკუთრებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების, მშობლებმა ეს პროგნოზი გაითვალისწინონ. პრევენციისა და თავიდან აცილების ყველაზე იდეალური შესაძლებლობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. ერთადერთი, რამაც შეიძლება, რეალურად, გრიპით ავადობასა და, შესაბამისად, ფილტვების ანთების პრევენციაზე გავლენა მოახდინოს, ვაქცინაციაა.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights