ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვეიპის მუნდშტუკის თბილი, ნოტიო გარემო ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლების იდეალური გარემოა. ყოველი მოწევა და ყოველი შეხება ჭუჭყის ახალ რაოდენობას ამატებს.
როგორც Dailymail-ი წერს, ექსპერტებმა ელექტრონული სიგარეტის მუნდშტუკზე 3000-ჯერ მეტი მიკრობი აღმოაჩინეს, ვიდრე ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ტუალეტზე. გარდა ამისა, ვეიპებზე შეიძლება წარმოიქმნას ბიოფილმები – მიკრობული თემების მკვრივი, ლორწოვანი სტრუქტურები, რომელთა მოშორებაც რთულია.
ექსპერტების განმარტებით, ტელეფონების მსგავსად, ვეიპებიც მუდმივად დევს მაგიდებზე, ჯიბეებსა და სხვა ზედაპირებზე. შედეგად: ბაქტერიები, ზეთი და ჭუჭყი მუდმივად ხვდება მისი მომხმარებლების ორგანიზმში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.




