პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმიგაიგეთ რა არის კენჭოვანი დაავადების მიზეზები და როგორ უმკურნალოთ მას ხალხური მედიცინით

გაიგეთ რა არის კენჭოვანი დაავადების მიზეზები და როგორ უმკურნალოთ მას ხალხური მედიცინით

გაიგეთ რა არის კენჭოვანი დაავადების მიზეზები და როგორ უმკურნალოთ მას ხალხური მედიცინით.

კენჭები ორგანიზმში

ხალხში ქვებს ან კენჭებს უწოდებენ პათოგენური ბუნების ბიომინერალებს. სადღეისოდ ცნობილია 80-მდე ასეთი ბიომინერალი. ბიომინერალები ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე მინერალებია. მათ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ძვლები და კბილები.

კენჭები თირკმელში

რა აჩენს კენჭებს?

კენჭების წარმოშობის მთავარი მიზეზი ორგანიზმის თანდაყოლილი, გენეტიკური თავისებურებაა, როდესაც ადამიანი ნივთიერებათა ცვლის გარკვეული დარღვევით ან ამ დარღვევისადმი მემკვიდრეობითი განწყობით იბადება. სწორედ მემკვიდრეობის წყალობითაა ორგანიზმი მიდრეკილი უხსნადი მარილების წარმოქმნისკენ, რომელთაგანაც შემდეგ კენჭები და ქვები ყალიბდება. მაგრამ თანდაყოლილი განწყობის მქონე პირებსაც კი კენჭოვანი დაავადება ყოველთვის როდი უვითარდებათ პათოლოგიური პროცესის გამშვები რგოლის ასამუშავებლად ხელშემწყობი ფაქტორების არსებობაა საჭირო და ესენია:

  • სომატური ფაქტორი – ორგანიზმში მოშლილია ნივთიერებათა ცვლა და ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქცია, განსაკუთრებით ისეთებისა, რომლებსაც წყალმარილოვანი ცვლის რეგულირება აკისრია.
  • კლიმატური ფაქტორი – ცხელ კლიმატურ ზონაში მცხოვრები ადამიანები მეტად იოფლებიან, ვიდრე ზომიერი კლიმატის ზონაში მცხოვრებნი, რის შედეგადაც ორგანიზმში იმატებს სხვადასხვა სახის მარილთა კონცენტრაცია, ისინი ნელ-ნელა ილექებიან ორგანოებში და პათოგენურ ბიომინერალებს წარმოქმნიან. განაგრძეთ კითხვა

ბრტყელეკალა - NPLG Wiki Dictionaries

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია შეიძლება იყოს გულმკერდში ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი.
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights