სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდათ, პაციენტს არ აღენიშნებოდა...

ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდათ, პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა – გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინა

გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადა ფილიალში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩის გამოძახება ლოზუნგით „უგონო“ მიიღო.

ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.

ადგილზე 3 წუთში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდა.
„ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა“, – იხსენებს პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე.
პარამედიკოსმა მამაკაცი მანქანიდან დაუყოვნებლივ გადმოიყვანა და და უსწრაფესად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული გულ- ფილტვის რეანიმაცია.
„პაციენტთან სასწრაფოდ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად ავიყვანეთ მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. მესამე ელექტროშოკის შემდეგ მოიხსნა ფიბრილაცია, სასწრაფოდ დავიწყეთ ჰოსპიტალიზაციის პროცესი“- იხსენებს გიორგი გეგუჩაძე.
ჰოსპიტალიზაციისას მონიტორზე ისევ პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მანქანის გაჩერება მოუწია, ჩატარდა ისევ 2 დეფიბრილაცია, მეორე შოკის შემდეგ წამოვიდა სინუსური ბრადიკარდია, ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი.
კლინიკაში პაციენტს იშემიური დილატაციური კარდიომიოპათია დაუდასტურდა. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე
ექთანი მაია კოჩუაშვილი
მძღოლი გივი ბალამწარაშვილი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights