სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებირა შეთანხმებას მიაღწია ტრამპმა წონის კლების პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებთან?

რა შეთანხმებას მიაღწია ტრამპმა წონის კლების პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებთან?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ფარმაცევტულ გიგანტებთან — Eli Lilly-სა და Novo Nordisk-თან — შეთანხმდა ჭარბი წონის სამკურნალო პრეპარატების ფასების მნიშვნელოვან შემცირებაზე.

ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება „ისტორიულ ნაბიჯს“ წარმოადგენს და მიზნად ისახავს ძვირადღირებული, თუმცა შედეგიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომად გახდას ფართო მოსახლეობისთვის.

შეთანხმების თანახმად, ე.წ. GLP-1 ტიპის წამლების ღირებულება შემცირდება Medicare-ისა და Medicaid-ის ბენეფიციარებისთვის 2026 წლიდან. ამასთან, მომხმარებლებს შეეძლებათ აღნიშნული პრეპარატების შეძენა სპეციალურ ფასად ახალ პლატფორმაზე — TrumpRx.gov, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის იანვარში.

📉 პირველად ამერიკის ისტორიაში, Medicare დაფარავს ჭარბი წონის სამკურნალო პრეპარატებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი გამოყენების არეალს და შესაძლოა კერძო დაზღვევების ჩართვასაც შეუწყოს ხელი. პროგრამის მონაწილე პაციენტები თვეში მხოლოდ $50-ს გადაიხდიან თანაგადახდის სახით.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, რეგულატორული თანხმობის შემდეგ Eli Lilly-სა და Novo Nordisk-ის ახალი, პერორალური (აბების ფორმის) პრეპარატები Medicare-ის, Medicaid-ისა და TrumpRx-ის მომხმარებლებისთვის თვეში დაახლოებით $149 ეღირება.

💊 ამასთან, Novo Nordisk მუშაობს Wegovy-ის ტაბლეტურ ვერსიაზე, რომელიც შესაძლოა წლის ბოლოს გამოვიდეს ბაზარზე, ხოლო Eli Lilly გეგმავს ახალი პრეპარატის, Orforglipron-ის, გამოშვებას მომავალი წლის განმავლობაში.
FDA-მ უკვე მიანიჭა Lilly-ს პრეპარატს პრიორიტეტული განხილვის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ დამტკიცების პროცესი დაჩქარდება.

რაც შეეხება უკვე არსებულ მედიკამენტებს — Wegovy-სა და Zepbound-ს — მათი საწყისი ფასი TrumpRx-ზე თვეში $350 იქნება, თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, ეტაპობრივად შემცირდება და ორ წელიწადში დაახლოებით $245-მდე დაეცემა.

📌 აღნიშნული ინიციატივა, ტრამპის თქმით, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფასების შემცირებას, არამედ იმ პაციენტების დახმარებასაც, ვინც ჭარბი წონის გამო ჯანდაცვის სისტემისგან მხარდაჭერას ვერ იღებდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ISO 15189:2022 ტრენინგი წარმატებით ჩატარდა — მონაწილეთა დაინტერესება მაღალი იყო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights