სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე  მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს

გიორგი ფხაკაძე  მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე  მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს.

თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინფექცია მუნია გავრცელებული.

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე

მუნი (Scabies) – მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაცია CDC-დან.
მუნი არ არის “ბინძურობა”. ეს არის კანის ინფექცია პარაზიტით (ტკიპა), რომელიც ვრცელდება კონტაქტით – კანის შეხებით, ტანსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცით.
ყველაფერი მუნის შესახებ - როგორ ამოვიცნოთ და როგორ ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე
CDC-ის რეკომენდაციები მკურნალობაზე:
პირველი ხაზი – სპეციალური კრემი/ლოსიონი (რეცეპტის მიხედვით ექიმისგან)
ზოგ შემთხვევაში საჭიროა პერორალური პრეპარატი (იშოვება მხოლოდ რეცეპტით)
მკურნალობა მეორდება 7–14 დღეში (დამოკიდებულია პროტოკოლზე)
ყველა ოჯახის წევრი ერთდროულად უნდა განიკურნოს, თუნდაც სიმპტომები არ ჰქონდეს.

„პაციენეტების მეორედი მუნის დიაგნოზით ტოვებს ჩემს კაბინეტს“ - რა უნდა გავაკეთოთ მუნის დიაგნოზის შემთხვევაში

სახლში აუცილებელია:
• ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცების რეცხვა 60°C-ზე
• ის, რაც ვერ ირეცხება – დახურული პაკეტით 72 საათით
• ფუმიგაცია არ არის საჭირო
მთავარი სიმპტომია შემაწუხებელი ქავილი ღამით + წვრილი წითელი გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, წელზე.
თუ ეჭვი გაქვს — ექიმს მიმართე, თვითმკურნალობა მიუღებელია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რატომ არ უნდა აკოცოთ ჩვილ ბავშვს არასოდეს - საფრთხეებს განმარტავს ექსპერტი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights