სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ...

„დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ჩვენი მიზანია თითოეული დევნილისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, რაშიც მუდმივად გვეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო“-ბესიკ კუსიდი

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ეფექტურად განხორციელებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

გადაუდებელი დახმარების შესაბამისი ტექნიკა სამინისტროს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, კლინიკის დირექტორს პირადად შეხვდა და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ჩვენი მიზანია თითოეული დევნილისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, რაშიც მუდმივად გვეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ასევე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას დღევანდელი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ბესიკ კუსიდმა.

სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს კლინიკებთან თანამშრომლობას.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "აკრედიტაციის გარეშე თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება წარმოუდგენელია"- "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის"  გენერალური დირექტორი, კახა ნურალიძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights