სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ორი პრეპარატის ურთიერთჩანაცვლება პაციენტს არანაირ საფრთხეს არ უქმნის - მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ...

„ორი პრეპარატის ურთიერთჩანაცვლება პაციენტს არანაირ საფრთხეს არ უქმნის – მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ „აპიდრათი“ შეცვლა, არანაირ საფრთხეს არ ქმნის პაციენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან კეთილდღეობისთვის“ – ენდოკრინოლოგი, პროფესორი დავით მეტრეველი

მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ „აპიდრათი“ შეცვლა, არანაირ საფრთხეს არ ქმნის პაციენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან კეთილდღეობისთვის. როდესაც ერთი ფარმაცევტული კომპანიის პრეპარატი, მისი მსგავსი სხვა კომპანიის პრეპარატით იცვლება, საჭიროა ექიმის ყურადღება. ინსულინის მომხმარებელ პაციენტს ექიმის ყურადღება ზოგადად, ძალიან სჭირდება.

განსაკუთრებით, საუბარია დიაბეტი ტიპი 1-ის შესახებ, სადაც ექიმისა და პაციენტის ურთიერთთანამშრომლობა, დაავადების წარმატებული მართვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“, – ასე შეაფასა ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, ევროპისა და მსოფლიოს ენდოკრინოლოგიური პროფილის სამეცნიერო ასოციაციების წევრმა, პროფესორმა დავით მეტრეველმა, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა, ამ ეტაპზე, გრძელდება მისი ანალოგით – მსოფლიოში მოწინავე მწარმოებლის მედიკამენტით, ფრანგული „სანოფი ავენტისის“ ინსულინით- „აპიდრა“.

როგორც საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ამ ორი პრეპარატის ურთიერთჩანაცვლება პაციენტს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

„მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ „აპიდრათი“ შეცვლა, პაციენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან კეთილდღეობისთვის მხრივ, არანაირ საფრთხეს არ ქმნის. ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის ზოგადი წესია, რომ ექიმს მეტი ყურადღების გამოჩენა უწევს. ყველა კონკრეტული პაციენტის კონკრეტული მონაცემების გათვალისწინებით, ექიმი რჩევა-დარიგებას აძლევს პაციენტს. თუმცა, როგორც წესი, „ნოვორაპიდიდან“ მედიკამენტ „აპდიდრაზე“ გადასვლა, სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. შემდეგაც, თავისუფლად შეიძლება ისევ „ნოვორაპიდზე“ დაბრუნება და არც მის მაგივრად „აპიდრას“ გამოყენებას შეუქმნია, არასოდეს, სირთულეები. რომელი კომპანიის პრეპარატითაც იქნებიან უზრუნველყოფილნი პაციენტები, ექიმის დახმარებით, იმის შესაბამისად შეირჩევა დოზები, რეჟიმი და ა.შ.“

უფრო მეტსაც გეტყვით, გასულ წლებში, კარგად მახსოვს ასეთი ეპიზოდები, როდესაც ბავშვების ნაწილი უპირატესობას ანიჭებდა „აპიდრას“ როგორც პრეპარატს და „ნოვორაპიდის“ მაგივრად, სწორედ მას ირჩევდნენ“, – აღნიშნა პროფესორმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორ მოვიქცეთ, როცა ორგანიზმს კოლაგენი აკლია? 
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights