სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიწამალი, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტმა იცოდეს - გიორგი ფხაკაძე...

წამალი, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტმა იცოდეს – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის

ამჯერად იგი შაკიკის შესახებ საუბრობს და სტატუსში წამალს ასახელებს, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს: „შაკიკი მხოლოდ ძლიერი თავის ტკივილი არ არის — ეს არის რთული ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილის გარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, სინათლისა და ხმის მიმართ მგრძნობელობა, ტვინის დაბინდვა, კისრის ტკივილი და ხშირ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუარესება.

ახალი კვლევის შედეგები:

ახალ კვლევამ აჩვენა, რომ ინოვაციური პრეპარატი უბროგეპანტი (Ubrogepant, ბრენდული სახელწოდება Ubrelvy) შეიძლება არამარტო ტკივილის შემსუბუქებისთვის იყოს ეფექტური, არამედ შაკიკის პროდრომალური ეტაპზეც — ანუ იმ სიმპტომებზე, რომლებიც ტკივილის დაწყებამდე ვლინდება (ტვინის დაბინდვა, გულისრევა, კისრის ტკივილი, სინათლის ან ხმის მიმართ მგრძნობელობა).

• პროდრომალური ეტაპზე პრეპარატის მიღების შემდეგ, ტვინის დაბინდვა ერთ საათში მკვეთრად იკლებს.

• სინათლის მიმართ მგრძნობელობა – ორ საათში უმჯობესდება.

• კისრის ტკივილი – სამ საათში იკლებს.

• 24 საათში უფრო ნაკლებია თავბრუსხვევა და ხმაზე მგრძნობელობა.

რას ამბობს მეცნიერება:

ადრე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ შაკიკი ძირითადად სისხლძარღვების ცვლილებებით იყო გამოწვეული. ახლა კი უფრო და უფრო მკაფიო ხდება, რომ ეს ტვინის პირველადი დისფუნქციაა და სწორედ ამ ფაზაზე მოქმედება შესაძლოა იყოს ეფექტური პრევენციის გზა.

უბროგეპანტი მიეკუთვნება CGRP-რეცეპტორების ანტაგონისტების კლასს — ანუ უშუალოდ აჩერებს იმ ბიოლოგიურ გზებს, რომლებსაც ტვინი იყენებს შაკიკის დასაწყებად.

ვის შეიძლება დაეხმაროს ეს მიდგომა?

• მათ, ვისაც ხშირად აქვს შაკიკის შეტევები და სტანდარტული ტკივილგამაყუჩებლები საკმარისი არ არის;

• პაციენტებს, რომლებსაც შეტევები იწყებათ არატიპური სიმპტომებით — მაგალითად, ძლიერი გულისრევით, დაბინდული ტვინით, კისრის ტკივილით;

• მათ, ვისაც სწრაფი მოქმედების და გრძელვადიანი ეფექტი სჭირდებათ. შაკიკი მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს და მისი მართვა ძალიან რთულია. ინოვაციური პრეპარატები, რომლებიც არა მხოლოდ ტკივილს, არამედ უშუალოდ შეტევის დაწყების პროცესს აჩერებენ, შეიძლება სრულიად შეცვალონ დაავადების მართვის სტრატეგია.

  შაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი - წამალი, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტმა იცოდეს: პრევენცია დღეს უკვე შესაძლებელია — და დროული და სწორი მკურნალობით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება — რეალობაა!“, – წერს პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights