ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე სამტრედიაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის გახსნას დაესწრო - ახალი ცენტრი...

მიხეილ სარჯველაძე სამტრედიაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის გახსნას დაესწრო – ახალი ცენტრი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული პროცესების განხორციელებას და მართვას მუნიციპალიტეტში

სამტრედიაში ოფიციალურად გაიხსნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, რომელიც სრულად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.

ახალი ცენტრი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული პროცესების განხორციელებას და მართვას მუნიციპალიტეტში.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობისა და განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ჯანდაცვის ცენტრების ეფექტური მუშაობა. მისი განმარტებით, ჯანდაცვის სისტემების განვითარებისა და კოორდინაციისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

ღონისძიებას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ქალთა ორგანიზაციის წევრები და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის დასკვნითი ღონისძიებაც – საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგი. ასევე – B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის, შიდსის, გლუკოზისა და ჰიპერტენზიის სკრინინგი.

აღსანიშნავია, რომ მოქმედებს სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სკრინინგი უფასოა და ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი პროგრამის, ასევე სოციალური პროგრამების გაფართოება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights