ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
მთავარისხვა-ამბებირა ხდება სკოლაში - N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან...

რა ხდება სკოლაში – N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით,  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

,,სასკოლო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში მუნის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.

22 ოქტომბერს თბილისის #45 საჯარო  სკოლაში დაფიქსირდა მუნის ერთი შემთხვევა. აღნიშნულ შემთხვევაზე სკოლამ  იხელმძღვანელა ეპიდემიოლოგისა და ინფექციონისტის  რეკომენდაციებით. იმავე საღამოსვე მოახდინა შენობის სრული დეზინფექცია და დეზინსექცია. მათი რეკომენდაციით ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შენობაში შესაძლებელი იყო სასწავლო პროცესის გაგრძელება. გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ მშობლებს.

29 ოქტომბერს დაფიქსირდა მუნის მეორე შემთხვევა. აღნიშნულზე სკოლა დაუყოვნებლივ დაუკავშირდა გადამდებ დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის ცენტრს.

ცენტრის რეკომენდაციის თანახმად:
•დაავადებულ მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა დერმატოლოგის დანიშნულების მიხედვით;
•დანარჩენ მოსწავლეებს უნდა დააკვირდნენ მშობლები, და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ დერმატოლოგს;
•სასწავლო პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში.

სკოლამ კვლავ დაგეგმა დეზინფექცია და დეზინსექცია, რომელიც ტარდება დღეს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა მოსწავლისა და თანამშრომლის ჯანმრთელობა.

➡️ვაცხადებთ, რომ სკოლა მუდმივ კომუნიკაციაშია შესაბამის სამსახურებთან და ყველა რეკომენდაციას მკაცრად იცავს.➡️ჩვენი მთავარი მიზანია — სრული უსაფრთხოება და ჯანსაღი სასწავლო გარემო თითოეული ბავშვისთვის”,-ნათქვამია განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - რეკომენდაციები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights