პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარისამინისტროგანსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წამლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციური სამკურნალო საშუალებების დანერგვაზე

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წამლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციური სამკურნალო საშუალებების დანერგვაზე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წამლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციური სამკურნალო საშუალებების დანერგვაზე.

მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პაციენტებს ჰქონდეთ ხარისხიან და ინოვაციურ მედიკამენტებზე წვდომა, რაც საბოლოოდ, გაზრდის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და ეფექტიანობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებიც განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოში, ინოვაციური ჯანდაცვის პროექტების განხორციელებას.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  არც სუნთქვა, არც პულსი აღენიშნებოდა, ოჯახში უგონოდ მყოფი მამაკაცი დახვდათ - თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431 ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights