სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროგანხილულ იქნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. განსაკუთრებული...

განხილულ იქნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაზე

მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბესიკ კუსიდის შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაზე.
მხარეებმა ასევე, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჩვენთვის უზენაესია პაციენტის ინტერესი - სახელმწიფო არ დაუშვებს სერვისების უწყვეტობის რისკის შექმნას, ეს გამორიცხულია“-თამარ გაბუნია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights