სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„შეიძლება არც კი იფიქრო, რომ საქმე სასიცოცხლოდ საშიშ დაავადებას ეხება… თუ ეს...

„შეიძლება არც კი იფიქრო, რომ საქმე სასიცოცხლოდ საშიშ დაავადებას ეხება… თუ ეს სიმპტომი გაქვთ, სისხლის ანალიზი აიღეთ“

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი  გიორგი ფხაკაძე  სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

კოვიდი კი არა – სიმსივნე აღმოჩნდა! როცა ახალგაზრდაა, ჯანმრთელი ხარ და უბრალოდ თავს სუსტად გრძნობ – შეიძლება არც კი იფიქრო, რომ საქმე სასიცოცხლოდ საშიშ დაავადებას ეხება

ასე მოხდა 33 წლის ოლივია ნოულზის შემთხვევაშიც. ქალაქ ბლექპულიდან (დიდი ბრიტანეთი), ოლივიას ჰქონდა დაღლილობა და თავის ტკივილები, რაც ექიმებმა „გრძელვადიან კოვიდს“ დაუკავშირეს. მაგრამ ერთ დღეს მას მტკივნეულად ასტკივდა კბილები და სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიდა. იქ აღმოაჩინეს: მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) – იშვიათი და ძალიან აგრესიული სისხლის სიმსივნე. მან გაიარა ქიმიოთერაპია, ცოტა ხნით მიაღწია გაუმჯობესებას… მაგრამ სიმსივნე დაბრუნდა. ოლივიამ მიიღო ექსპერიმენტული CAR-T იმუნოთერაპია, რამაც მას დროებით სიმსივნე დაუყუჩა და კიდევ ერთი ტრანსპლანტაციის საშუალება მისცა. მაგრამ 2025 წლის დასაწყისში სიმსივნე ისევ დაბრუნდა.და მაინც – ოლივიამ შეძლო £25,000-ის შეგროვება ლეიკემიის კვლევისთვის, მარათონში მონაწილეობით!სწორედ ასეთი ადამიანები ცვლიან მომავალს.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე: „ეს შემთხვევა ნათლად გვაჩვენებს, რამდენად საშიშია არასწორი დიაგნოზი.სულ რაღაც დაღლილობასა და თავის ტკივილს მიაწერეს კოვიდს — და გოგონამ სიმსივნის მკურნალობა დაგვიანებით დაიწყო. ჩვენ, ექიმებმა, უნდა ვიყოთ მეტად ფხიზლად. არ შეიძლება ნებისმიერი ქრონიკული სიმპტომი კოვიდს მივაწეროთ.სწრაფი და ზუსტი დიაგნოზი — ამაშია გადარჩენის შანსი.“ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: თუ ხანგრძლივად გაწუხებთ დაღლილობა, თავის ტკივილი, ძილიანობა — ეს არ არის უბრალოდ სტრესი ან კოვიდი გაიარეთ სისხლის ანალიზი — სრული პროფილი, ფერიტინი, ჰემოგლობინი მოითხოვეთ დამატებითი გამოკვლევები, თუკი გრძნობთ, რომ რაღაც არ არის რიგზე“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „კიდევ იქნება ძალიან კარგი სიახლეები - ძალიან კარგი და პოზიტიური შედეგი გვაქვს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights