სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიეს არის პანიკის შეტევა! - თან ახლავს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, მინიმუმ 4

ეს არის პანიკის შეტევა! – თან ახლავს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, მინიმუმ 4

ფიქრობ და გრძნობ, რომ გული ჩერდება, ჰაერი აღარ გყოფნის ან თითქოს ყველაფერი არყოფნაში იძირება?

ეს არის პანიკის შეტევა!
DSM-5 (ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო) მიხედვით, პანიკის შეტევა არის ინტენსიური შიშის ან ძლიერ დისკომფორტის მოულოდნელი ტალღა, რომელიც რამდენიმე წუთში მაქსიმუმს აღწევს და თან ახლავს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, მინიმუმ 4:
•⁠ ⁠გულისცემა, აჩქარებული პულსი
•⁠ ⁠ოფლიანობა
•⁠ ⁠კანკალი ან სხეულის ცახცახი
•⁠ ⁠სუნთქვის გაძნელება ან ჰაერის დეფიციტი
•⁠ ⁠გრძნობა, თითქოს იხუთები
•⁠ ⁠გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი
•⁠ ⁠გულისრევა ან მუცლის ტკივილი
•⁠ ⁠თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, გონების დაკარგვის შიში
•⁠ ⁠სიცივის ან სითბოს ტალღები
•⁠ ⁠დაბუჟება ან ჩხვლეტები (პარესტეზია)
•⁠ ⁠დერეალიზაცია (გარემოს არარეალურობის შეგრძნება) ან დეპერსონალიზაცია (საკუთარი თავისგან “მოშორებულად” ყოფნა)
•⁠ ⁠გაგიჟების შიში
•⁠ ⁠სიკვდილის შიში
პანიკის შეტევა შეიძლება იყოს:
მოულოდნელი (uncued) — ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე
განსაზღვრული სიტუაციით გამოწვეული (cued) — კონკრეტულ მოვლენასთან, ფობიასთან ან სიტუაციასთან დაკავშირებული
ყველა შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ ექიმს რათა გამოირიცხოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა!
გახსოვდეს:
პანიკის შეტევა შეიძლება შენს ცხოვრებაში პირველად მოხდეს და გეგონოს, რომ კვდები, ან გიჟდები, მაგრამ ეს არ კლავს!
შეტევა დროებითია, მართვადია და შენ მარტო არ ხარ!
არ დამალოთ შიში, არ გახდეთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი, გადადგით ნაბიჯი და მიმართეთ ოჯახის ექიმს, ნევროლოგს, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს.
ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, გამორიცხავს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას და სწორად წარმართავს მკურნალობას.
თუ გსურთ ნევროლოგთან კონსულტაცია, ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ცხელ ხაზზე 032 222 22 11

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანმო – ფრინველის გრიპის ადამიანებში მზარდი გავრცელება შემაშფოთებელია – მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინების...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights