სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
მთავარისიახლეებიარც სუნთქვა, არც პულსი აღენიშნებოდა, ოჯახში უგონოდ მყოფი მამაკაცი დახვდათ - თბილისის...

არც სუნთქვა, არც პულსი აღენიშნებოდა, ოჯახში უგონოდ მყოფი მამაკაცი დახვდათ – თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431 ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინეს

თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431 ბრიგადა მისამართიდან ბრუნდებოდა, როდესაც მიიღო გამოძახება ლოზუნგით “უგონო“. ინფორმაციას “ფეისბუკზე” გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს ოჯახში უგონოდ მყოფი მამაკაცი დახვდათ, რომელსაც არც სუნთქვა, არც პულსი აღენიშნებოდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, პაციენტს ანამნეზში ჰქონდა გადატანილი რამდენიმე მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტირება, ჩატარებული ჰქონდა აორტო-კორონარული შუნტირება და იმყოფებოდა მედიკამენტოზურ თერაპიაზე. სასწრაფოს გამოძახებამდე რამდენიმე წუთით ადრე მამაკაცს მოულოდნელად დაეწყო ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში და გონება დაკარგა.
პაციენტი ექიმების მიერ აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, რისი მართვაც განხორციელდა პროტოკოლის მიხედვით, ჩატარდა ელექტროშოკით დეფიბრილაცია, მონიტორზე დაფიქსირდა კვანძოვანი რითმი. პარალელურად პირის ღრუს სანაციისა და ლარინგეალური ნიღბის ჩადგმის შემდეგ მიმდინარეობდა ამბუს პარკით ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება. ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის მიერ დროულად მოხდა კლინიკის შეთანხმება და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით შეიყვანა სპეციალიზებულ სტაციონარში, სადაც უკვე სინუსური რითმი დაფიქსირდა.
კლინიკაში პაციენტს ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა – კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტირებით. ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და განაგრძობს მკურნალობას.
შემთხვევიდან მალევე 112 -ში შევიდა პაციენტის ოჯახის წევრების ზარი, სადაც სასწრაფოს ბრიგადას უსწრაფესი რეაგირებისა და სიცოცხლის გადარჩენისათვის მადლობას უხდიდნენ.
მოგვიანებით მამაკაცის შვილმა ექიმიც მოძებნა და პირადად გადაუხადა მადლობა.
ექიმი იოსებ გაბაძე
უმცროსი ექიმი სოფო ავალიშვილი
მძღოლი შოთა კვესაძე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით - როგორ უნდა ვიკვებოთ სხვადასხვა სისხლის ჯგუფის მიხედვით და რაში გვეხმარება კვების დროს სისხლის ჯგუფის გათვალისწინება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights