სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებისკოლასა და ბაღში „შენიღბული“, „დაფარული“ ალერგენები

სკოლასა და ბაღში „შენიღბული“, „დაფარული“ ალერგენები

სკოლასა და ბაღში „შენიღბული“, „დაფარული“ ალერგენები.

რას ვაქცევთ ყურადღებას?
სასწავლო წლის დაწყება მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავების გარდა, მშობლებს, განსაკუთრებით ალერგიული ბავშვების მშობლებს, მართებთ ყურადღება ბავშვებში გამოვლენილი ალერგიული სიმპტომების ამოცნობაში.
მაშ ასე, სად გხვდებიას დახურულ სივრცეში ალერგენები?
1. ოთახის მტვერი
იქ სადაც ბევრი ადამიანი ტრიალებს ერთ სივრცეში, ოთახის მტვრის გავრცელება უფრო მეტია. ასევე ხშირად ახალ სასწავლო წელს პატარები გარემონტებულ სივრცეებში იწყებენ სასწავლო პროცესს, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა სარემონტო მასალების სუნი.
2. ქოთნის მცენარეები და ყვითელი ფოთლები
მცენარეები, გარდა ჰაერის ჟანგბადით გამდიდრებისა, გუნება-განწყობაზეც დადებითად მოქმედებენ, თუმცა ქოთნებში არსებულ ნიადაგში ბევრი სოკოს სპორებია, რომელთა მორწყვისას ისინი ჰაერში გამოიყოფიან. ასევე ეზოში აქტივოებების დროს, ან შემოდგომით ჩამოცვენელი ფოთლების აგროვებისას, შეიძლება ანალოგირად მათზე გაზრდილმა სოკოს სპორებმა ზეგავლენა მოახდინონ ალერგიულ პაციენტებზე.
მაათვის, ვისაც ნესტის მიმართ აქვთ ალერგია არ არის რეკომდენბული შეხება ჰქონდეს ჩამოცვენილ ფოთლებთან, ნოტიო ნიდაგთან. ყვავილების მორწყვის შემდეგ კი საჭიროა სივრცის კარგად განიავება.
3. კვებითი ალერგენები
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ალერგიული ბავშვის სკოლაში ან ბაღში გაშვებისას. აუცილებალდ უნდა გააფრთხილოთ პედაგოგები და სასურველია ჯგუფელები და მათი მშობლები თქვენი შვილისათვის აკრძალული საკვების შესახებ. სთხოვეთ სკოლაში მცირე საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდებისთვის დაგითმონ დრო, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ ბავშვისთვის შემთხვევით დაფარული ალერგენის მიწოდება.
4. შინაური ცხოველები
არ დაგავიწყდეთ, რომ შინაური ცხოველებისგან თვის არიდება სახლში, რომელზეც თქვენი შვილები არიან ალერგიული, არ არის საკმარისი სიმპტომების საპრევენციოდ. შესაძლებელია თქვენი შვილები მეგობრობდენენ, ან ერთად ისხდნენ იმ მოსწავლესთან, რომელსაც იგივე ცხოველი ჰყავს სახლში, რაზეც თქვენი შვილია ალერგიული და ვინაიდან ტანსაცლით საკმაოდ მაღალია ცხოველის ალერგენების გავცელების შესაძლებლობა, ეს გახდეს ცხვირიდან გამონადენის, ცემინებისა თუ ვიზინგის და სპაზმური ხველის მიზეზიც კი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა არის პასუხი ოქროს შუალედის ძიებაში - რამდენი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო დღეში ფორმაში ყოფნისთვის - ახალი კვლევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights