სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები პლანშეტებს - „განსაკუთრებით საშიშია 6 თვიდან ბავშვების პლანშეტთან...

რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები პლანშეტებს – „განსაკუთრებით საშიშია 6 თვიდან ბავშვების პლანშეტთან შეხება“

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გადაცემაში – „მშობელთა კრება“ ბავშვთა განვითარების ეტაპებზე საუბრობს.

მისი თქმით, განსაკუთრებით საშიშია 6 თვიდან ბავშვების პლანშეტთან შეხება.

„ექვსი თვიდან ბავშვებს აქვთ შეხება პლანშეტთან. მე რატომ ვარ პლანშეტების მტერი ამ ასაკში – ცხადია, მერე არა. ამ ასაკში ბავშვი უნდა მოძრაობდეს და თვითონ შეიგრძნოს რაღაცები დამოუკიდებლად. ახლა კი უძრავად ზის და მხოლოდ ვიზუალური, ბრჭყვიალა გამღიზიანებლები აქვს. ვიზუალური ჭკვიანი გამღიზიანებლები, ანუ ეს გამოსახულებები, ააქტიურებს ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს. მე ახლა როგორც ნეიროფსიქოლოგი ვლაპარაკობ: ჩვენი ენა ვითარდება მარცხენა ჰემისფეროს აქტიურობის ხარჯზე. შედეგი იცით რა გვაქვს? დღეს ის შედეგი გვაქვს, რომ ბავშვები უცხო ენაზე უკეთესად ლაპარაკობენ, ვიდრე საკუთარ მშობლიურ ენაზე,“ – აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

 

@mshobeltakreba

უყურე სრულად: https://youtu.be/gOKcnmW9bOE?si=PsfevfhosUxzavru

♬ original sound – mshobeltakreba-youtube არხი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ახალი კვლევა - მიღწევა თმის ცვენასთან ბრძოლაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights