კვლევისას გამოავლინეს ცილა, რომელიც ხნიერიდან ახალგაზრდა ორგანიზმში მოხვედრისას დაბერებასთან ასოცირებულ პროცესებს ააქტიურებს

0
474
რა იცვლება ასაკთან ერთად?
#post_seo_title

ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, სიბერე გადამდები მდგომარეობა იყოს. სამხრეთკორეელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის უჯრედებსა და თაგვებზე ჩატარებული კვლევისას გამოავლინეს ცილა, რომელიც ხნიერიდან ახალგაზრდა ორგანიზმში მოხვედრისას დაბერებასთან ასოცირებულ პროცესებს ააქტიურებს.

ესაა დნმ-ის გადამტანი ცილა HMGB1, რომელიც ძირითადად უჯრედის ბირთვში გვხდება და დნმ-ს “აწესრიგებს”. ამის მიუხედავად, ზოგჯერ იგი გარეთ გამოიდევნება, რის გამოც უჯრედული დაყოფა წყდება და მისი განადგურება იწყება — ამ პროცესს დაბერება ჰქვია.

HMGB1 ახალ გარემოში სხვაგვარად მოქმედებს და ფორმის შეცვლა იმის მიხედვით შეუძლია, თუ რა ოდენობის ჟანგბადია მის ირგვლივ. მაგალითად, დაბალ დონეში ის მცირდება და იმ უჯრედებს აბერებს, რომლებსაც ებმება. მაღალ დონეში მას იგივე ეფექტი არ აქვს.

შემცირებული HMGB1-ის გავლენა მეცნიერებმა ადამიანის თირკმლის, კუნთისა და კანის ქსოვილებზე გამოცადეს. შედეგად, უჯრედებში დაბერების ნიშნებმა იჩინა თავი და ანთებასთან ასოცირებული მოლეკულებიც გამომუშავდა. როგორც ვარაუდობდნენ, ჟანგბადით გაჯერებულ ცილას ასეთი ზემოქმედება არ ჰქონია.

იგივე მექანიზმი გამოვლინდა თაგვებშიც. მაშინ, როცა მეცნიერებმა ახალგაზრდა ჯანმრთელი მღრღნელების ორგანიზმში შემცირებული HMGB1 დაბალი დოზებით გადაიტანეს, ნაადრევი დაბერებისა და ანთების ნიშნები ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა. ასევე, 70-80 წლის ასაკის ადამიანთა სისხლის ნიმუშებში მკვლევრებმა შემცირებული HMGB1 ცილის მაღალ დონეს მიაგნეს იმ პირებთან შედარებით, რომლებიც 50 წლამდე იყვნენ. ანალოგიური რამ დაფიქსირდა ლაბორატორიის თაგვებშიც.

“ეს კვლევა აჩვენებს, რომ დაბერების თანმდევი ბიოლოგიური სიგნალები ინდივიდუალურ უჯრედებში არაა მოქცეული, არამედ სისხლის მეშვეობით სისტემურად შეიძლება გავრცელდეს” — აცხადებენ მეცნიერები.

ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, სიბერე უჯრედიდან უჯრედს გადაედოს არა მხოლოდ ერთ ორგანიზმში, არამედ სხვა სხეულში მოხვედრის შემთხვევაშიც.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Metabolism გამოქვეყნდა.

კვლევისას გამოავლინეს ცილა, რომელიც ხნიერიდან ახალგაზრდა ორგანიზმში მოხვედრისას დაბერებასთან ასოცირებულ პროცესებს ააქტიურებს | sheniekimi.ge | შენი ექიმი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
   80%-იანი განკურნების გარანტია პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ