პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისიახლეები„სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან 2016 წლლიდან ვმუშაობ. პირველივე საინტერესო აღმოჩენა იყო რომ...

„სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან 2016 წლლიდან ვმუშაობ. პირველივე საინტერესო აღმოჩენა იყო რომ მწირი რესურსების მიუხედავად, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ტექნოლოგიები მისაწვდომია, თან კარგი ტექნოლოგიები, რომელსაც მათი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“-თეონა გვალია

თეონა გვალია, თერაპევტი: „სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან 2016 წლლიდან ვმუშაობ. პირველივე საინტერესო აღმოჩენა იყო რომ მწირი რესურსების მიუხედავად, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ტექნოლოგიები მისაწვდომია, თან კარგი ტექნოლოგიები, რომელსაც მათი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

ყველაზე მეტად ბავშვებთან და ოჯახებთან პრაქტიკული მუშაობა მიყვარს. საინტერესო სანახავია, როგორ ხდება დამხმარე ტექნოლოგია ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ჩვენი, Hearing House სმენის სახლი-ს გუნდის მიდგომა ოჯახზეა ორიენტირებული და ვხედავთ, როგორ იცვლება არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მთელი ოჯახის ქცევა. ბედნიერებაა, როცა ცვლილებები შენს თვალსწინ ხდება.
თუმცა, პრობლემებსაც ვაწყდებით: ზოგჯერ ოჯახს უჭირს ბავშვის დიაგნოზის გათავისება, სმენის აპარატისა თუ კოხლეარულ იმპლანტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ამ დროს კი ძვირფასი დრო იკარგება და შესაძლოა ვეღარ დადგეს ისეთი შედეგი, რაც ადრეული ჩარევის დროს დადგებოდა. გარდა ამისა, ბევრ მშობელს ემოციურად, ან დროის უქონლობის გამო არ აქვს შესაძლებლობა ბავშვთან იმუშაოს, ესაუბროს.
მნიშვნელოვანი პრობლემებია ცნობიერების კუთხით. მაგალითად, გვყავს პაციენტები, რომლებმაც 13-15 წელი ისე იცხოვრეს, არც კი იცოდნენ რომ არსებობდა და ეკუთვნოდათ სმენის აპარატები თუ იმპლანტები.
ჩემი და მთელი გუნდის სამუშაოს ძალიან საინტერესო კომპონენტია საუკეთესო პრაქტიკის მოდელის შექმნა და ამაზე ყოველდღიურად მუშობა: ვთარგმნით და ვამუშავებთ ინსტრუმენტებს, რომელსაც ადგილზე ვნერგავთ. რახან ამ სფეროში ქართულად ბევრი კვლევა არაა, დოკუმენტურად აღვწერთ პროცესებსა და საუკეთესო პრაქტიკას. ინოვაციები შემოგვაქვს ძალიან შემჭიდროებული რესურსების პირობებში.
ვისურვებდი, დამხმარე ტექნოლოგიები იყოს უფრო მრავალფეროვანი, მაგალითად, ზრდასრულებისთვისაც იყოს ორმხრივი იმპლანტი, სპეციფიკური პროგრამა არსებობდეს ძვლოვანი გამტარობის აპარატისთვის; არსებული დამხმარე ტექნოლოგიების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის გამართული იყოს რეაბილიტაციის სერვისები, უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი რეგიონებისთვის, ყველაფერი იყოს ოჯახზე ორიენტირებული და პროფესიონალებს ჰქონდეთ უფრო ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა.”
* * *
სხვადასხვა კვლევების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 6.5%-8.1% აქვს სმენის დაქვეითების რამე ფორმა, ცნობიერება კი დაბალია. ქვეყანაში დაახლოებით 1000-მდე მეტყველების თერაპევტი და სულ 410 ოტორინოლარინგოლოგია, ხოლო აუდიოლოგების რაოდენობა უცნობია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი დონორი, ATscale, the Global Partnership for Assistive Technology საქართველოს ეხმარება უფრო გააფართოოს ტექნოლოგიები, დანერგოს პრევენციული ზომები და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ზრუნვის მექანიზმები.

World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში 

  კოვიდი იწვევს ქრონიკულ დაღლილობას...
შეიძლება იყოს 2 ადამიანი და მომეცადინე ადამიანები გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights