პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისიახლეები"პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა" - ქუთაისში, სასწრაფოს პარამედიკოსმა, უგონო მდგომარეობაში...

“პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა” – ქუთაისში, სასწრაფოს პარამედიკოსმა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გოგონა სიკვდილს გადაარჩინა

ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-7 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით “უგონო” მიიღო. მისამართზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პანიკური მდგომარეობა დახვდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად მყოფმა შუახნის ქალბატონმა სასწრაფოს ექიმებს აცნობა, რომ ოთახში ახალგაზრდა გოგონა იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში პარამედიკოსმა გიორგი მიმინოშვილმა ნახა, რომ პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა, რის შემდეგ, დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი ფიბრილაციის პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.
ელექტროშოკისა და გულ- ფილტვის რეანიმაციასთან ერთად, პაციენტს მიეწოდებოდა მედიკამენტები და ჟანგბადი. მეოთხე ელექტროშოკის განხორციელების შემდეგ, აღდგა გულისცემა და სუნთქვა.
პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც დღემდე ინტენსიურ განყოფილებაში ჰოპოკალემიის დიაგნოზით განაგრძობს მკურნალობას. აღნიშნულია ინფორმაციაში.
პარამედიკოსი გიორგი მიმინოშვილი
ექთანი ნათია კეთილაძე-გეგუჩაძე
მძღოლი მერაბ ფოცხორაია

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თაგვებში დაბერების პროცესი უჯრედულ დონეზე შეაჩერეს - თაგვები გაახალგაზრდავდნენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights