პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისამინისტრო„დაჯარიმდა 4 კომპანია შეთანხმებულ ქმედებაზე, ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით“-ირაკლი ლექვინაძე

„დაჯარიმდა 4 კომპანია შეთანხმებულ ქმედებაზე, ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით“-ირაკლი ლექვინაძე

“ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, 13 რეკომენდაცია გამოვეცით და საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ რიგი მათგანი დანერგა, მათ შორის, ყველაზე შედეგიანი იყო რეფერენტული ფასები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტებზე ფასები, ასევე ჯენერიკულ-ელექტრონული რეცეპტები და ა.შ. რამაც მომხმარებლებს გაუჩინა შესაძლებლობა,მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთონ მედიკამენტებზე”, – ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაჯარიმდა 4 კომპანია შეთანხმებულ ქმედებაზე, ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით.

“ჩვენ 4 კომპანია საკმაოდ სოლიდურად დავაჯარიმეთ შეთანხმებულ ქმედებაზე, ეს ეხებოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებს. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც ლარიანი, იმპორტით შემოტანილი მედიკამენტი 30 ლარად იყიდებოდა. დღეს ბაზარზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ამ კუთხით. მედიკამენტებზე ფასნამატები იყო 180-200 % და ისეთი ხარჯები იყო შეტანილი, როგორიცაა მაგალითად კონფერენციების ორგანიზება, ძვირადღირებულ სასტუმროებში განთავსება, სამკაულები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ითხოვდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაგვეთვალა ხარჯებად. საუბარია ყველასთვის ცნობილ მედიკამენტზე, ეს ხდებოდა მანამ, სანამ დაწესდებოდა რეფერენტული ფასები, ასეთი ტიპის პრაქტიკას ჰქონდა ადგილი,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  არის თუ არა გენური თერაპია შემდეგი დიდი ნაბიჯი მხედველობის დაკარგვის მკურნალობაში?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights