სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე მიზეზით დაიწყო და ერთ-ერთი ეს იყო ფასების დინამიკა, დაახლოებით 26 %-ით არის გაზრდილი ფასები, ეს ეხება როგორც კონსულტაციებს, ისე სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს, – განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, GCCA-ის მიზანია, გაარკვიოს, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა.
„მაგალითისთვის რომ ავიღოთ – ექიმთან კონსულტაციის მიმართულება, ბოლო წლებში, საკმაოდ გაძვირდა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის ეს ერთგვარი მცდელობა, რომ ვინაიდან პაციენტებმა, მათ შორის, DRG-ის დანერგვისა, თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად მიიღეს მნიშვნელოვანი დანაზოგი, ამ შემოსავლების გენერირება ხდებოდეს იქ, სადაც რიგ კლინიკებს ჯერჯერობით ამის რესურსი კიდევ გააჩნიათ“, – განაცხადა ლექვინაძემ.