პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისიახლეებიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამედიცინო განათლების სექტორი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამედიცინო განათლების სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, განსაკუთრებით ბოლო სამ წელში ნახტომისებურად გაიზარდა მედიცინის პროგრამების უცხოელი სტუდენტების რიცხვი

უცხოელი სტუდენტები საქართველოში – სამედიცინო პროგრამებზე რეკორდული ზრდა და ინდოელი სტუდენტების დომინაცია

2019-2024 წლებში საქართველომ საერთაშორისო სამედიცინო განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად ჩამოყალიბება დაიწყო. ამ პერიოდში ქვეყანაში შემოსული უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ 31 ათასს გადააჭარბა, რომელთაგანაც 60%-ზე მეტი ინდოეთის მოქალაქეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლება ხასიათდება უცხოელი სტუდენტების დიდი რაოდენობით, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში (ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით). როგორც ანგარიშშია აღნიშნულია, საქართველოში სამედიცინო განათლების სექტორი ერთ სულ მოსახლეზე საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების მაღალი სიმჭიდროვით ხასიათდება. საქართველო პოპულარული დანიშნულების ადგილია საერთაშორისო ჯანდაცვის სპეციალისტების (ძირითადად მედიცინის) სტუდენტებისთვის. ქვეყანაში სამედიცინო სწავლებას ჯამში 25 საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს და ისინი სტუდენტებს ინგლისურენოვან პროგრამებსაც სთავაზობენ. მაშინ როცა სომხეთში მხოლოდ 8 სამედიცინო სასწავლო დაწესებულებას აქვს ინგლისურენოვანი პროგრამები, მოლდოვაში კი ერთს.


საქართველო – წამყვანი ლოკაცია სამედიცინო განათლების მსურველებისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების კატეგორიაშია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ქვეყანა განსაკუთრებით პოპულარული გახდა მედიცინის ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის, რაც აიხსნება შემდეგი ფაქტორებით:

  • ინგლისურენოვანი პროგრამების ფართო არჩევანი (25-ზე მეტ უნივერსიტეტში)

  • შედარებით დაბალი სწავლის საფასური

  • მარტივი რეგისტრაციის პროცესი

  • კონკურენციის არარსებობა ჩარიცხვაზე

  • უსაფრთხოება და ცხოვრების მისაღები პირობები


მთავარი სტუდენტური ნაკადები: ინდოეთი, ეგვიპტე, ირანი და სხვა

საქართველოს უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში რეგისტრირებულ საერთაშორისო სტუდენტთა უმრავლესობა მოდის შემდეგი ქვეყნებიდან:

  • ინდოეთი (დაუფარავი ლიდერია საერთო რიცხვით)

  • ეგვიპტე

  • ირანი

  • პაკისტანი

  • ისრაელი

  • ქუვეითი

  • რამდენიმე სხვა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყანა


რაოდენობრივი ზრდა – უცხოელი სტუდენტების ინფლუენცია სექტორზე

2015 წელს სამედიცინო პროგრამებზე სწავლა მხოლოდ 1186 უცხოელმა სტუდენტმა დაიწყო. 2024 წლისთვის ეს რიცხვი 12 123-მდე გაიზარდა, რაც 922%-იან ზრდას ნიშნავს.
2022 წელს უცხოელი მედიცინის სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა, რაც ძირითადად უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სტუდენტთა გადმოსვლას საქართველოში.

  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს

ეკონომიკური და სტრატეგიული სარგებელი ქვეყნისთვის

საერთაშორისო სტუდენტების სტაბილური ზრდა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე:

  • უცხოური ვალუტის შემოდინება – განათლება უცხოელებისთვის ერთ-ერთი ექსპორტზე ორიენტირებული სერვისია

  • ბინადრობისა და ვიზების გაფორმება – სტუდენტების მიერ ვიზების მიღების სიმარტივე ზრდის მოთხოვნას

  • ადგილობრივი ეკონომიკის წახალისება – საცხოვრებელი, კვება, გადაადგილება და სხვა სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნა


შუამავალი კომპანიების როლი რეგისტრაციაში

მნიშვნელოვანი წვლილი უცხოელი სტუდენტების საქართველოში მოზიდვაში მიუძღვის შუამავალ ორგანიზაციებს, რომლებიც მათთვის მარტივად აწვდიან ინფორმაციას პროგრამებზე, ეხმარებიან დოკუმენტების მომზადებაში და უზრუნველყოფენ რეგისტრაციას სასურველ უნივერსიტეტებში.


შედარებითი უპირატესობები რეგიონში

თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს რეგიონში:

  • საქართველოში – 25 უნივერსიტეტი სთავაზობს ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამებს

  • სომხეთში – მხოლოდ 8 უნივერსიტეტს აქვს მსგავსი პროგრამები

  • მოლდოვაში – მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი სთავაზობს ინგლისურენოვან სამედიცინო კურსს


უცხოელი სტუდენტების ინტერესის მიზეზები:

უპირატესობა აღწერა
დაბალი სწავლის საფასური საშუალოდ $6000–$10,000 წელიწადში
რეგისტრაციის სიმარტივე კონკურენცია მინიმალურია
სტუდენტური ვიზის მიღება ნაკლებად ბიუროკრატიული პროცესი
უსაფრთხოება შედარებით სტაბილური სოციალური გარემო
ინგლისური პროგრამების არჩევანი მრავალფეროვანი არჩევანი მედიცინის მიმართულებით

როგორც WHO-ს მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, სამედიცინო განათლების სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, განსაკუთრებით ბოლო სამ წელში ნახტომისებურად გაიზარდა მედიცინის პროგრამების უცხოელი სტუდენტების რიცხვი. ბაკალავრიატის სამედიცინო განათლება ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ქვესექტორად იქცა და საერთაშორისო სტუდენტები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შესვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა.

იმ დროს როცა საქართველოს რეზიდენტი სტუდენტების რიცხვი სტაბილურია, 2022 წელს საერთაშორისო სტუდენტების მიღება (9964-მდე გაიზარდა სამედიცინო სტუდენტების რიცხვი) გაორმაგდა, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო უკრაინიდან უცხოელი სტუდენტების გადმოსვლით. ჯამში ჯანდაცვის პროგრამებზე ჩარიცხვის საერთო რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2015 წელს არსებული 1186-დან 2024 წელს 12 123-მდე, რაც 922%-იან ზრდას წარმოადგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვაში ძირითადად ჩართულები არიან შუამავალი კომპანიები. უცხოელ სტუდენტებს საქართველოში იზიდავთ მარტივი სარეგისტრაციო მოთხოვნები და მისაღებ პროცესში კონკურენციის ფაქტობრივად არარსებობა. ასევე შედარებით დაბალი სწავლის საფასური (წელიწადში 6000–10 000 დოლარი), სტუდენტური ვიზების მიღების შედარებითი სიმარტივე და ქვეყანაში უსაფრთხოების დონე.

  „მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია“-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

დასკვნა

საქართველოში სამედიცინო განათლების სექტორი სწრაფად მზარდ ეკონომიკურ ქვესექტორად ჩამოყალიბდა, რაც მკვეთრად აისახება როგორც სტუდენტების რაოდენობრივ მაჩვენებლებში, ისე ფინანსურ შემოსავლებზე.
ინდოელი სტუდენტების დომინანტური ყოფნა, შუამავალი კომპანიების აქტიური ჩართულობა და პროგრამების გლობალურად კონკურენტუნარიანი პირობები ქმნის ბაზას, რომლის საშუალებითაც საქართველო აგრძელებს ტრანსფორმაციას საერთაშორისო სამედიცინო განათლების ერთ-ერთ ჰაბად.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights