პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
მთავარიშენი ექიმი„სახელმწიფო მაკონტროლებლის ფუნქციით უნდა იყოს წარმოდგენილი - სახელმწიფო კლინიკები საერთოდ არ უნდა...

„სახელმწიფო მაკონტროლებლის ფუნქციით უნდა იყოს წარმოდგენილი – სახელმწიფო კლინიკები საერთოდ არ უნდა იყოს, რატომ უნდა დახარჯოს ფული სახელმწიფომ თუ კერძო ინვესტორები არიან მზად?!“ – პაატა კურტანიძე

“ავერსის” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კლინიკები არ უნდა არსებობდეს, რადგან ამ მიმართულებით კერძო ინვესტორების მხრიდან ინტერესი არსებობს.

ჩემი შეხედულებით, სახელმწიფო კლინიკების საერთოდ არ უნდა იყოს. რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ კლინიკის აშენება-აღჭურვაზე ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი, თუ კერძო ინვესტორები არიან მზად ფული დახარჯონ?! ლიცენზიას გასცემს სახელმწიფო, აწესებს ფასებს, ლიცენზიის პირობების შესრულებას, სამედიცინო სერვისების ხარისხს აკონტროლებს.

სახელმწიფომ იმ ფულით უნდა შეასრულოს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელშიც კერძო ინვესტორი ვერ ჩადებს ფულს. თუ კლინიკებს აშენებენ კერძო ინვესტორები, ფასით დაწყებული ყველაფერს აწესებს და აკონტროლებს სახელმწიფო, რა საჭიროა, რომ ამაში სახელმწიფომ ფული დახარჯოს. სახელმწიფო მაკონტროლებლის ფუნქციით უნდა იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა პაატა კურტანიძემ “ჯანდაცვის სტანდარტის” ეთერში თქვა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  6 რამ, რაც შვილს მხოლოდ მამისგან გადაეცემა - შესაძლოა არ იცოდეთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights