სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარისამინისტროდაფინანსება 8 820.0 მილიონი ლარია. აქედან წლის პირველ ნახევარში სამინისტრომ 4 380.0...

დაფინანსება 8 820.0 მილიონი ლარია. აქედან წლის პირველ ნახევარში სამინისტრომ 4 380.0 მილიონი ლარი აითვისა, რაც წლიური გეგმის 49.7%-ია, ხოლო უშუალოდ 6 თვის გეგმასთან მიმართებაში – 99.2%

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში დადებითად შეაფასეს.

2025 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 820.0 მილიონი ლარია. აქედან წლის პირველ ნახევარში სამინისტრომ 4 380.0 მილიონი ლარი აითვისა, რაც წლიური გეგმის 49.7%-ია, ხოლო უშუალოდ 6 თვის გეგმასთან მიმართებაში – 99.2%. რაც შეეხება სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროგრამებს, აქაც შესრულების კარგი მაჩვენებლებია. ეს შეეხება როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის მიმართულებებით არსებულ პროგრამებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

საკითხის მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის ფინანსური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მოქმედებს. გიორგი კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდში ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, დეფიციტის მაჩვენებელზე, საგარეო ვაჭრობიდან და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულადი გზავნილების ოდენობებზე ისაუბრა. მან ასევე ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და მათი ხარჯვითი ნაწილის მონაცემები წარადგინა.

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც სამინისტროს მიერ ცალკეული პროგრამების შესრულების მიმდინარეობას, საგარეო ვალდებულებებისა და სესხების დაბრუნების მონაცემებს და სხვა საკითხებს შეეხებოდა.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ კომიტეტის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. საკითხი ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან, ასევე საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებიდან დათხოვნილი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვარის დაწესების მიზანშეწონილობას შეეხებოდა.

„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით გამართული შეხვედრების შემდეგ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების გზით, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული კატეგორიების პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების ოდენობის გადაანგარიშება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ახალი კვლევა - ტაურინი, ენერგეტიკული სასმელები და კიბოს რისკი, ლეიკემიის უჯრედების ზრდას აძლიერებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights