წარმოიდგინეთ ტელეშოუ, სადაც წამყვანი კონკურსანტს სთხოვს, შემთხვევითობის პრინციპით აირჩიოს სამი ვარიანტიდან ერთი: A, B ან C.
მას შემდეგ, რაც კონკურსანტი ირჩევს, მაგალითად, B ვარიანტს, წამყვანი აჩვენებს დარჩენილი ვარიანტებიდან ერთს (ვთქვათ C), რომელშიც პრიზი არ არის. საბოლოოდ, კონკურსანტს ეკითხებიან, სურს თუ არა აზრის შეცვლა და დარჩენილი ვარიანტის — A-ს — არჩევა. მან უნდა გადაწყვიტოს, შეიცვალოს აზრი, თუ დარჩეს პირვანდელი გადაწყვეტილების ერთგული.
ამას ამერიკელი ტელეშოუს წამყვანის პატივსაცემად “მონტი ჰოლის პრობლემა” შეარქვეს. ამ არჩევანს მათემატიკოსები ხშირად განიხილავენ. ის გვაჩვენებს იმას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება და ტვინი.
და მაინც, რატომ იცვლის ზოგიერთი ადამიანი აზრს, მაშინ როცა სხვები პირველი არჩევანის ერთგულები რჩებიან? რას ამბობს ეს ჩვენს გონებაზე?
როდის ვცვლით არჩევანს
აზრის ცვლილებებზე კვლევები იყენებს “მეტაკოგნიციის” კონცეფციას, რათა ახსნას, როდის და როგორ ხდება აზრის შეცვლა. ზოგადად რომ ვთქვათ, მეტაკოგნიცია მოიცავს ფსიქოლოგიურსა და ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად კარგად ვასრულებთ ამა თუ იმ ამოცანას. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi