სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარიშენი ექიმიUNICEF: 2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული,...

UNICEF: 2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული, ვიდრე წონის უკმარისობა

2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული, ვიდრე წონის უკმარისობა, – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშში.

ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეხუთე ბავშვს 5-დან 19 წლამდე (391 მილიონი ბავშვი) ჭარბი წონა აქვს. ამასთან, კვების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემად რჩება 5-წლამდე ბავშვებში საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობაში.

UNICEF-ის ანგარიში 190-ზე მეტი ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი. წონის უკმარისობის გავრცელება ბავშვებსა და მოზარდებში 2000 წლიდან 13%-დან 9,2%-მდე შემცირდა, სიმსუქნის მაჩვენებელი კი 3%-დან 9,4%-მდე გაიზარდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "გრიპის ვაქცინაცია საქართველოში: სიცოცხლის გადამრჩენი უფასო დაცვის პროგრამა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights