“ტელემეციდინა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც ნიშნავს პაციენტებისთვის დისტანციური სერვისების სწრაფად, ეფექტურად მიწოდებას ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში.
ეს პროცესი გულისხმობს ციფრული ინსტრუმენტების იმდაგვარად გამოყენებას რომ ადრეულ ეტაპზევე, დისტანციურად გამოავლინოს ისეთი მძიმე და სერიზული პათოლოიგები, როგორიცაა შაქრიანი დაბეტი, ჰიპერტენზია, ფილტვის დაავადებები, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვა., რომელთა არსებობა შეიძლება არ იყოს ცნობილი. ანუ, ეს არის პაციენტის კონსულტაცია რეალურ დროში.
ხაშმში დაახლოებით 1400 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას აგილზე, ამბულატორიაში იღებს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების წყალობით წვდომა ჰქონდეთ სპეციალისტ ექიმებთანაც.
როცა მოსახლეობას ეცოდინება რომ პირველადი ჯანდაცვის დონეზე შესაძლებელია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების მიღება, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ავტორიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია” – თინათინ ციქურიშვილი, ხაშმის ამბულატორიის ექიმი
* * *
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გაეროს პარტნიორების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 60 სოფელში დაინერგა ტელემედიცინა: უახლესი ციფრული აპარატურით აღიჭურვა ამბულატორიები, ხოლო ექიმებმა არაერთი ტრენინგი გაიარეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ტელემედიცინის დანადგარის გამოყენებით და ამბულატორიის ექიმის დახმარებით, პაციენტს შეუძლია დისტანციურად, ვიდეო ზარით დაუკავშირდეს სპეციალისტ ექიმს და მასთან ერთად განიხილოს სხვადასხვა დაავადებების სიმპტომები, ჩივილები და მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე.
ტელემედიცინაში ჩართული ამბულატორიების ჩამონათვალი იხ. ბმულზე: https://shorturl.at/ogLlM
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.