სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმითვალის შემოწმება დიაბეტის დროს: ტელესკრინინგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე

თვალის შემოწმება დიაბეტის დროს: ტელესკრინინგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე

თვალის შემოწმება დიაბეტის დროს: ტელესკრინინგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე

დიაბეტის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია თვალის დაზიანების რისკი: სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, სხვა ორგანოებთან ერთად, თვალსაც აზიანებს. თვალის დაზიანება, შესაძლოა, დიდხანს დარჩეს შეუმჩნეველი და მხედველობის სერიოზული გაუარესება გამოიწვიოს.
ბადურაზე ცვლილებების გამოვლენა შესაძლებელია პერიოდული შემოწმებით, იქამდე, ვიდრე მხედველობასთან დაკავშირებული სიმპტომები იჩენს თავს. მკურნალობის დროულად დაწყებით მხედველობის დაკარგვის რისკი მცირდება.
როგორ აზიანებს დიაბეტი თვალს?
  • სისხლში შაქრის მაღალი დონე თვალის ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს. დიაბეტის დროს დაზიანებული სისხლძარღვები შუპდება, სისხლის ნაკადი ფერხდება და ბადურა ზიანდება. დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც, ხშირად, თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება.
  • დიაბეტის დროს განვითარებულ თვალის დაავადებას დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. ბადურის ცენტრალური ნაწილის დაზიანება კი დიაბეტური მაკულოპათიის სახელითაა ცნობილი.
როგორ შევამციროთ თვალის დაზიანების რისკი დიაბეტის დროს?
დიაბეტის მქონე პაციენტებში, შაქრის დონის კონტროლთან ერთად, აუცილებელია თვალის პერიოდული შემოწმება, ანუ, სკრინინგი. ამ დროს, თვალის ბადურის შესამოწმებლად, ოფთალმოლოგები სპეციალურ მოწყობილობას, ოფთალმოსკოპს იყენებენ.
გარდა ამისა, სკრინინგის ჩატარება ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ იმ 60 ამბულატორიაში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი პარტნიორების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით, მათ შორის, ციფრული ოფთალმოსკოპით (იხ. ჩამონათვალი: https://shorturl.at/ogLlM). ამ ამბულატორიებში ოჯახის ექიმებს შეუძლიათ, ციფრული ოფთალმოსკოპის გამოყენებით ბადურის ფოტო გადაიღონ, ხოლო გამოსახულება სპეციალისტ ოფთალმოლოგს გაუგზავნონ შესაფასებლად. ამ მეთოდს რეტინოპათიაზე ტელესკრინინგი ეწოდება.
როგორ ტარდება რეტინოპათიაზე ტელესკრინინგი?
  • ოჯახის ექიმი სპეციალური აპარატით და განათებით დააკვირდება თვალის ფსკერს. ოჯახის ექიმი გადაიღებს თვალის ფსკერის ფოტოს და გამოსახულებას შესაფასებლად ოფთალმოლოგთან გადააგზავნის. პროცედურა უმტკივნეულოა და გრძელდება დაახლოებით 20–30 წუთი.
  • თუ შედეგი ნორმალურია და დიაბეტური რეტინოპათიის ნიშნები არ იკვეთება, მომდევნო შეფასება ერთი წლის შემდეგაა რეკომენდებული.
  • მომდევნო შემოწმებას ექიმი გეგმავს სკრინინგის შედეგების მიხედვით.
  • სკრინინგის შედეგების მიხედვით ექიმი პაციენტს საჭირო სპეციალისტთან, რომელიც სათანადო მკურნალობას ნიშნავს.
  • ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმისას, დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა კარგი შედეგით სრულდება.
  • დიაბეტის დროს უფრო მეტი ზრუნვაა საჭირო თვალზე – ჩაიტარე ტელესკრინინგი!
  40 წლამდე ადამიანებში გულის შეტევით გარდაცვალილთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights