სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„ჯეო ჰოსპიტალსი“: ანზორ (გიორგი) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

„ჯეო ჰოსპიტალსი“: ანზორ (გიორგი) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მყოფი პაციენტის ანზორ (გიორგი) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღეა მკვეთრი დადებითი დინამიკით გამოირჩევა. ამის შესახებ ცენტრის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში. „პაციენტი იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, მდგომარეობა მძიმე რჩება. თუმცა, მეორე დღეა გამოიკვეთა მკაფიო დადებითი დინამიკა. პაციენტი აღარ სიცხიანობს, ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური მაჩვენებლები ცალსახად უმჯობესდება, ასევე ვენტილაციურმა პარამეტრებმა განიცადა მკაფიო დადებითი დინამიკა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

როგორც ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, შემთხვევა არის სპეციფიკური, რადგან შშმ პაციენტს აქვს ფონური დაავადებები, ეპილეფსია, ქცევის აშლილობა, მას არ შეეძლო საკუთარი ჩივილების იდენტიფიკაცია, რამაც თავიდანვე გაართულა დიაგნოზის დროული დასმა და მართვა. ამასთან, მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციიდან 12-14 საათში გართულდა. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით დადგინდა დიაგნოზი – მძიმე ორმხრივი პნევმონია. თუმცა, ჩატარდა შესაბამისი სტანდარტული ღონისძიებები, რასაც მოყვა დადებითი დინამიკა.

ნიკოლოზ ქარცივაძის განმარტებით, პოზიტიური და სწორი გადაწყვეტილება იყო სხვადასხვა სპეციალობის მაღალკვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შეკრება, რომელიც მათი ინიციატივით და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით განხორციელდა. „როდესაც რთულ სამედიცინო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მომიჯნავე სპეციალობის ექიმებთან, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში იყო, ინფექციონისტთან, ნევროლოგთან, კარდიოლოგთან, ერთად ვმსჯელობთ და ვუცვლით ერთმანეთს აზრს, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. ამ შემთხვევაშიც შეიკრიბა კონსილიუმი, შევაფასეთ მდგომარეობა. კონსილიუმის ყველა წევრი დაეთანხმა კლინიკის მიერ ჩატარებულ მკურნალობას და მკურნალობის მოქმედების სტრატეგიას, რომლის შედეგადაც მივიღეთ დადებითი დინამიკა“, -განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ძილის ნაკლებობა და ჯანმრთელობის რისკები – ახალი კვლევის საგანგაშო შედეგები!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights