სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპროთეზებისა და ორთეზების მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ორგანოებში

პროთეზებისა და ორთეზების მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ორგანოებში

რა არის პროთეზი?

პროთეზი, მაგალითად, ხელოვნური ხელი ან ფეხი, სხეულის ნაწილის შესაცვლელად გამოიყენება.
ადამიანებს, რომლებმაც ტრავმისა თუ ავადმყოფობის გამოდაკარგეს კიდური ან კიდურების გარეშე დაიბადნენ, პროთეზი მობილურობისა და ფუნქციონირების აღდგენაში ეხმარება.
ამ დამხმარე საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ უკეთ გადაადგილდნენ, შეასრულონ ყოველდღიური ქმედებები და იცხოვრონ დამოუკიდებლად. დამხმარე საშუალებებზე წვდომა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს იმუშაონ, ჩაერთონ საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება:
1. ქვედა კიდურის პროთეზირება
2. მუხლს ქვედა პროთეზი
3. პროთეზი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ამოსახსვრისას
4. მუხლს ზედა პროთეზი
5. ზედა კიდურების პროთეზირება
6. იდაყვის ქვედა პროთეზი
პროთეზებისა და ორთეზების მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ორგანოებში:
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. მისამართი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 9 (პირველი სართული).
2. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო?
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. გასათვალისწინებელია რომ შშმ პირის სტატუსის მოწმობა არ სჭირდება პენსიონერს.
3. პირველადი პროთეზირების შემთხვევაში საჭიროა ფორმა IV-50/2 ასლი, სადაც ეწერება „ესაჭიროება პროთე¬ზირება“. შემდგომ პროთეზირებაზე საჭიროა ფორმაIV-100/ა ას¬ლი, სადაც ეწერება „ესაჭიროება პროთეზირება“.
ორივე ფორმის მიღება შესაძლებელია პაციენტის უბნის პოლიკლინიკაში.
4. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: სქელი ლორი და ტექსტი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა დავიცვათ თავი საქართველოში - რა ხდება?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights