მთა — თქვენი ჯანმრთელობის ბუნებრივი კლინიკა
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა — გვაქვს ზღვაც, დაბლობიც და მთებიც. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ მთა მხოლოდ დასასვენებელი ადგილი კი არა, ჯანმრთელობისთვის ბუნებრივი წამალია.
რატომ არის სასარგებლო მთა ფიზიკური ჯანმრთელობისთვის?
• სუფთა ჰაერი — მთაში ჰაერი გაცილებით სუფთაა, ვიდრე ქალაქებში, რაც ამცირებს ორგანიზმზე დაბინძურების ზემოქმედებას.
• მზის სხივები სიმაღლეზე უფრო ძლიერია — ეს ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ძვლების სიმტკიცისთვის, იმუნური სისტემის გამართულად მუშაობისთვის და ენერგიისთვის.
• ბუნებრივი ვარჯიში — მთაში სიარული და ფიზიკური აქტივობა აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აუმჯობესებს კუნთების ტონუსს.
• კლიმატი — დაბალი ტენიანობა და შედარებით გრილი ტემპერატურა ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს სუნთქვას.
როგორ მოქმედებს მთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?
• სტრესის შემცირება — კვლევებმა აჩვენა, რომ ბუნებაში ყოფნა ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას (JAMA Network Open).
• გაუმჯობესებული განწყობა — BMJ Open-ის სისტემური მიმოხილვის მიხედვით, მწვანე გარემო პირდაპირ უკავშირდება უკეთეს ძილს და ნაკლებ დეპრესიას.
• ჰაიქინგის ეფექტი — რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მთაში სეირნობა უფრო ეფექტიანად ამცირებს დაღლილობას და ზრდის პოზიტიურ ემოციებს, ვიდრე სპორტდარბაზში ვარჯიში.
• სიცოცხლის ხანგრძლივობა — Lancet-ის კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე გარემოში ცხოვრება პირდაპირ უკავშირდება სიკვდილიანობის შემცირებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივა
მთაში დასვენება მხოლოდ ტურიზმი კი არა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმია.
• ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების პრევენციას.
• აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას და ზრდის პროდუქტიულობას.
• ბავშვებისთვის და ხანდაზმულებისთვის მთა არის ბუნებრივი სკოლა და რეაბილიტაციის ადგილი.
მთავარი გზავნილი
მთა — ეს არის ბუნებრივი კლინიკა.
მხოლოდ ერთი კვირის გატარებაც კი მაღალმთიან რეგიონში აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ ჯანმრთელობას.
არ დაგვავიწყდეს: საქართველოში გვაქვს ყველაზე ხელმისაწვდომი და ძლიერი რესურსი — ჩვენი მთები.
ლიტერატურა
1. Twohig-Bennett C, Jones A. The health benefits of the great outdoors: A systematic review and meta-analysis of greenspace exposure and health outcomes. Environ Res. 2018;166:628-637. doi:10.1016/j.envres.2018.06.030
2. Gascon M, Triguero-Mas M, Martínez D, et al. Residential green spaces and mortality: A systematic review. Environ Int. 2016;86:60-67. doi:10.1016/j.envint.2015.10.013
3. James P, Banay RF, Hart JE, Laden F. A review of the health benefits of greenness. Curr Epidemiol Rep. 2015;2(2):131-142. doi:10.1007/s40471-015-0043-7
4. Bowler DE, Buyung-Ali LM, Knight TM, Pullin AS. A systematic review of evidence for the added benefits to health of exposure to natural environments. BMC Public Health. 2010;10:456. doi:10.1186/1471-2458-10-456
5. Barton J, Griffin M, Pretty J. Exercise-, nature- and socially interactive-based initiatives improve mood and self-esteem in the clinical population. Perspect Public Health. 2012;132(2):89-96. doi:10.1177/1757913910393862
6. Frumkin H, Bratman GN, Breslow SJ, et al. Nature contact and human health: A research agenda. Environ Health Perspect. 2017;125(7):075001. doi:10.1289/EHP1663
7. Mitchell R, Popham F. Effect of exposure to natural environment on health inequalities: An observational population study. Lancet. 2008;372(9650):1655-1660. doi:10.1016/S0140-6736(08)61689-X
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
კონფლიქტების დეკლარაცია:
ამ სტატის წერისას ავტორს არ აქვს არანაირი კონფლიქტი ინტერესთა.
PS: ბახმარო, სურამი, ბაკურიანი, თუშეთი, სვანეთი ჩემი ბავშვობა…
SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები @[61555294691495:2048:SheniDasveneba.ge • http://xn--lodacgecagy3bf1dze.ge/]
