სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიაგვისტო ფსორიაზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!

აგვისტო ფსორიაზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!

აგვისტო ფსორიაზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!

ფსორიაზი – ეს არის ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება კანი, ფრჩხილები და სახსრები.
დაავადების ეტიოლოგია უცნობია. ის შესაძლოა ნებისმიერი სქესისა და ასაკის პაციენტებში გამოვლინდეს. ყველაზე მეტად ამ დაავადებაზე სტრესი მოქმედებს. ფსორიაზი არ გახლავთ სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული დაავადება. მისი გადაცემა არ ხდება არანაირი კონტაქტით.
დაავადების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური და გარემო ფაქტორები. თუ ერთი მშობელი დაავადებულია ფსორიაზით, ბავშვს აქვს 10%-იანი შანსი, რომ ასევე დაავადდეს ფსორიაზით. თუ ორივე მშობელს აქვს ფსორიაზი, ამ შემთხვევაში ბავშვს დაახლოებით 50% – ით აქვს დაავადების განვითარების შანსი.
როგორ გამოვლინდება ფსორიაზი?
არსებობს ფსორიაზის რამდენიმე ფორმა:
ბალთოვანი ფსორიაზი, რომელიც წარმოადგენს ფსორიაზის ყველაზე გავრცელებულ ფორმას, გამოვლინდება წითელი, მკვეთრად შემოსაზღვრული, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, ინფილტრირებული, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ქერცლით დაფარული ბალთებით, რომლებიც ხშირად ლოკალიზებულია იდაყვების, მუხლების, გავა-წელისა და თავის თმიან არეში.
წვეთოვანი ფსორიაზი, რომელიც ხშირად ასოცირებულია ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებთან, ასევე, სისტემური სტეროიდების გამოყენებასთან. ახასიათებს გამონაყარის უცებ, ბიძგისებურად გაჩენა, რომელიც გამოვლინდება მონომორფული, 2-5 მმ. დიამეტრის მქონე ფსორიაზული პაპულების სახით.
გენერალიზებული პუსტულარული ფსორიაზი, რომელსაც ხშირად თან სდევს სისუსტე. პუსტულების გასკდომის შემდეგ ხდება კანის დესქვამაცია და ახალი პუსტულების წარმოქმნა. ხშირია სტეროიდების გამოყენებასას.
ნაოჭების ფსორიაზი, ეს არის ფსორიაზის იშვიათი ფორმა, რომლის დროს გამონაყარი გავრცელებულია საზარდულის, იღლიებისა და მკერდის ქვეშა ნაოჭებში.
ფსორიაზული ერითროდერმია, რომელიც ხასიათდება გამონაყარის გენერალიზებით, რომელსაც ახასიათებს კანის ტკივილი, ხშირად გამოწვეულია სისტემური სტეროიდების გამოყენებით.
ფსორიაზული ართრიტი ვითარდება ფსორიაზით დაავადებულთა 10%-ში. ხშირია სიმეტრიული პოლიართრიტი და სახსრების დეფორმაცია.
ფრჩხილების ფსორიაზული დაზიანება გამოვლინდება დისტროფიული ცვლილებებით: ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი, ონიქოლიზისი, სიგრძივი დაზოლვა და წერტილოვანი ჩანაჭდევები „სათითის სიმპტომი“.
არის თუ არა გადამდები ფსორიაზი?
ფსორიაზი არ არის გადამდები დაავადება.
ფსორიაზის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ნიშნებით. დამატებით შემთხვევაში ტრიქოსკოპიულად და დერმატოსკოპიულად, რთულ შემთხვევაში – ბიოფსიით.
ფსორიაზის მკურნალობისას გამოიყენება, როგორც მედიკამენტური, ასევე, სხივური თერაპია. დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან აცილების მიზნით. თვითმკურნალობა დაუშვებელია! აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმ დერმატოლოგთან!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა არის ბავშვთა დემენცია, როგორ შეიძლება ის გამოვლინდეს და რა იწვევს მას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights