შაბათი, აგვისტო 23, 2025
მთავარიშენი ექიმირა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ გოგონებში

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ გოგონებში

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ გოგონებში

საუბრობს ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნინო ხელაძე, გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” 

„თუ გოგონას მცირე ასაკიდან ჭარბი წონა აქვს, მას მეორადი სასქესო ნიშნებიც უფრო ადვილად და ადრიანად უვითარდება.

შესაბამისად, ეს მისთვის სტრესისა და ემოციური არასტაბილურობის დამატებითი წყარო ხდება, რამაც ასევე შეიძლება, ტკბილზე მომატებული მოთხოვნილება გამოიწვიოს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადრე მწიფდება, ციკლი ადრე ეწყება, სიმაღლეში ზრდასაც ადრე ასრულებს. ეს მხოლოდ ვიზუალური კუთხით არ ქმნის პრობლემას. ხშირად მშობელი ამბობს, რომ უნდოდა, მისი შვილი უფრო მაღალი ყოფილიყო.

გარდა ამისა, ბევრი კვლევით დასტურდება, რომ ეს სოციალურ-ემოციურ პრობლემებს იწვევს. როცა მისი გონება 8-9 წლის ბავშვისაა და უნდა, ითამაშოს, მის სხეულს კი სხვანაირი “მოსაზრებები” აქვს და სხვანაირი ჰორმონალური ბალანსია, ეს ასევე დამატებითი მნიშვნელოვანი სტრესია, რომელსაც თავად ბავშვი ვერ ერევა. ვერც ხვდება, რა უნდა ქნას…“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights