რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გადატვირთულ გრაფიკს ბავშვებზე და რატომ არის თავისუფალი დრო აუცილებელი მათი განვითარებისათვის?
ბავშვებს, ისევე როგორც მოზრდილებს, სჭირდებათ თავისუფალი დრო სტრესული დღის ან კვირის შემდეგ. ეს არის არა უბრალოდ დასვენება, არამედ მნიშვნელოვანი ელემენტი მათი ჯანმრთელი ფსიქოლოგიური და ემოციური განვითარებისთვის. არასტრუქტურირებული, სპონტანური დრო ბავშვს აძლევს შანსს იყოს კრეატიული, მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და ისწავლოს თვითრეგულაცია — უნარები, რომლებიც მათ მომავალში ბევრ სფეროში დაეხმარება.
მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ეს არის შესაძლებლობა გახდენენ უფრო თავდაჯერებულები და გაიუმჯობესონ საკუთარი თავის მართვის უნარები, იყვნენ უფრო კრეატიულები, გამოიჩინონ ინიციატივა და ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ ემოციებს სათანადოდ. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის თავისუფალი დრო მათ დამოუკიდებლობისა და თვითრეფლექსიის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები უფრო მეტად ბედნიერები შაბათ-კვირას არიან. რატომ? შაბათ-კვირას ადამიანები, როგორც წესი, თავად ირჩევენ აქტივობებს, ატარებენ დროს იმ ადამიანებთან, რომლებიც მოსწონთ და თავიდან იშორებენ სამუშაო კვირის პასუხისმგებლობებს.
რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის თავისუფალი დრო?
როდესაც ბავშვებს ეძლევათ თავისუფალი დრო ზედმეტი ზედამხედველობის გარეშე (მაგრამ უსაფრთხო გარემოში), ისინი სწავლობენ:
-
თავდაჯერებულობას – დამოუკიდებელი არჩევანით იზრდება მათი რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.
-
კრეატიულობას – დაუგეგმავი თამაშები და ინიციატივა ავითარებს წარმოსახვას.
-
ემოციური ინტელექტის განვითარებას – ბავშვი სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს შფოთვას, სიბრაზეს ან მოწყენილობას.
-
სოციალურ უნარებს – თავისუფალი თამაში ხელს უწყობს თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
რა რისკებს ქმნის გადატვირთული განრიგი?
თანამედროვე მშობლები ხშირად ცდილობენ მაქსიმალურად „წარმატებული“ მომავლის შექმნას თავიანთი შვილებისთვის, თუმცა გადატვირთულმა დღის რეჟიმმა შეიძლება გამოიწვიოს:
-
გაგრძელებული სტრესი და შფოთვა – განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომელთაც მუდმივად უწევთ სხვადასხვა სასწავლო თუ დამატებით აქტივობაში მონაწილეობა.
-
ძილის ნაკლებობა – დიდი რაოდენობით საშინაო დავალება ხშირად აქვეითებს ძილის ხარისხს, რაც პირდაპირ აისახება ბავშვების განწყობაზე და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე.
-
ოჯახური კავშირის შესუსტება – როცა ბავშვებს არ რჩებათ საკმარისი დრო მშობლებთან ურთიერთობისთვის, ეს ასუსტებს ემოციურ კავშირს.
-
სოციალური უნარების ჩამოყალიბების დაბრკოლება – როცა ბავშვს დრო არ რჩება თანატოლებთან ურთიერთობისთვის, უჭირს მეგობრული კავშირების განვითარება.
რა შეიძლება გამოიწვიოს გადატვირთულმა გრაფიკმა?
-
- გაზარდოს სტრესი და შფოთვა როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა შფოთვასთან დაკავშირებული აშლილობები, რისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ გადატვირთული გრაფიკია.
-
- დაუტოვოთ ბავშვებს ნაკლები დრო საშინაო დავალების შესასრულებლად და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილის ნაკლებობა, რაც თავის მხრივ აისახება ზოგადად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზე.
-
- შეამციროს დროის ის ხანგრძლივობა, რომელსაც ბავშვი ოჯახთან ერთად ატარებს.
-
- ასევე, თავისუფალი დროის ნაკლებობის გამო, ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ თანატოლებთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
შაბათ-კვირის ფენომენი: რატომ არიან ადამიანები ამ დღეებში უფრო ბედნიერები?
კვლევების თანახმად, ადამიანები შაბათ-კვირას უფრო ბედნიერები არიან იმიტომ, რომ თავად ირჩევენ როგორ გაატარონ დრო. იგივე პრინციპი მოქმედებს ბავშვებზეც — თავისუფალი დრო ზრდის მათ საერთო კეთილდღეობას.
დასკვნა: როგორ მოვიქცეთ?
მშობლებმა და აღმზრდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აკადემიური წარმატებით არ იზომება. აუცილებელია, ბავშვებს ჰქონდეთ დრო:
-
სასურველი თამაშისთვის
-
დასვენებისთვის
-
ოჯახთან და მეგობრებთან დროის გასატარებლად
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi