სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი საქართველოში არსებული დამხმარე საშუალებებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ჯანმრთელობის...

 საქართველოში არსებული დამხმარე საშუალებებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამხმარე საშუალებების მიმართ ინტერესი მსოფლიოში თანდათან უფრო იზრდება.

მიუხედავად ამისა, ხშირად ამ სასიცოცხლო ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერება დაბალია. გამონაკლისი არც საქართველოა.
 საქართველოში არსებული დამხმარე საშუალებებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, თემის ლიდერები თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების როლს, პროგრამებში მონაწილეობის კრიტერიუმებსა და პროცედურებს, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას დაეთმო, რათა უფრო გაიზარდოს წვდომა ტექნოლოგიებზე, რომელიც ადამიანებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის ესაჭიროებათ.
საინფორმაციო ინიციატივის მხარდამჭერი ATscale – დამხმარე საშუალებების გლობალური ინიციატივაა, ხოლო შეხვედრებს უძღვებოდნენ ჯანდაცვის ექსპერტები და Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
ცნობიერების ამაღლებისა და სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავებით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა საქართველოში დამხმარე საშუალებების მიმართ წვდომა იყოს უფრო ინკლუზიური, მოქნილი და გაიზარდოს სათემო მხარდაჭერა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ძალიან ძლიერი საშუალება, რომელიც მოგიხსნით ცხვირიდან გამონადენს, სინუსიტს და დაგავიწყებთ ხველას!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights