პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარიშენი ექიმი„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება...

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგსა და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ამ მიზნით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ფილიალს ეწვია და დევნილთა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან ერთად კლინიკის ხელმძღვანელობასა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებისთვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ამისათვის, აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ადგილზე ვნახოთ რეალური სურათი და მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევა მომავალშიც დევნილთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანონა გეჯუა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.

დევნილთა პოლიკლინიკებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მათი მიზანია, აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა არის მეთინელის ლურჯი? სად იყენებენ მეთინელის ლურჯს? - სიფრთხილით გამოყენება აუცილებელია!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights